4.13.12 Горлица

4.13.12 გვრიტი

ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. საქართველოში მრავალგან გვხვდება, მობუდარი გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე, წყალსატევის სიახლოვეს. აპრილ-მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 13-14 დღე. ნორჩ ხუნდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“). იკვებება მარცვლოვნებით, იშვიათად მწერებით, მოლუსკებით და სხვა.

.

ბიბლიაში დაწერილია მასზე:

- გადამფრენი ფრინველი ქებ.2,12 იერ.8,7

- მოფერებითი სახელი ფს.73,19

- შესაწირად დაბ.15,9 ლევ.15,29 რიცხ.6,10 ლუკ.2,24

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

9. უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.

ლევიანნი 15

29. და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;

რიცხვნი 6

10. მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან.

ფსალმუნი 73

19. ნუ მისცემ მხეცებს შენი გვრიტის სიცოცხლეს, ნურასოდეს დაივიწყებ შენი ღარიბების სიცოცხლეს.

ქებათა ქება 2

12. ყვავილები გამოჩნდნენ მიწაზე, გალობის ჟამმა მოაღწია და გვრიტის ხმა ისმის ჩვენს მხარეში.

იერემია 8

7. ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.

ლუკა 2

24. და შესწირონ მსხვერპლი, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი!” - როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი.