3.47.9. Миг бытия так краток

Иов.7,1-9,, 14,1.2 Пс.88,48,, 89,10 Екк.6,12,, 7,2 Лук.12,19.20 Еф.5,16

3.46.9. ყოფნის წამი ასე მოკლეა

იობ.7,1-9,, 14,1.2 ფს.88,48,, 89,10 ეკლ.6,12,, 7,2 ლუკ.12,19.20 ეფ.5,16

ბიბლიის მუხლები

იობი 7

1. კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.

2. როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,

3. ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.

4. თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;

5. მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;

6. ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან;

7. გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;

8. ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!

9. განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის.

იობი 14

1. კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;

2. ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.

ფსალმუნი 88

48. გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?

ფსალმუნი 89

10. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.

ეკლესიასტე 6

12. რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.

ეკლესიასტე 7

2. ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს.

ლუკა 12

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

ეფესელთა 5

16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.