1.8.65 Авдий

3цар.18,3-16 Езд.10,26 Авд.1,1

1.8.65 აბდია

(იაჰვეს მონა)

 

- ერთი აბდია იყო აქაბის სასახლის მოურავი, ღვთისმოშიში კაცი, მალავდა დევნილ წინასწარმეტყველებს 3მფ.18,3-16

 

- მეორე (ყაბდი) იყო ერთერთი ებრაელი, რომელიც გაეყარა უცხოელ ცოლს ეზრ.10,26

 

- მესამე აბდია იყო ერთერთი მცირე წინასწარმეტყველი აბდ.1,1

 

ბიბლიის მუხლები

 

3მეფეთა 18

3. დაუძახა აქაბმა აბდიას, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო აბდია.

4. როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა აბდიამ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა გამოქვაბულში, პურითა და წყლით ინახავდა მათ. 

5. უთხრა აქაბმა აბდიას: წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვა.

6. დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. აქაბი ერთი გზით წავიდა მარტო, აბდია მეორე გზით წავიდა მარტო.

7. გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?

8. მიუგო: მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.

9. თქვა აბდიამ: რა დავაშავე ისეთი, რომ აქაბს უგდებ მოსაკლავად ხელში შენ მორჩილს?

10. უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს.

11. ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია.

12. გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი.

13. განა არ უთქვამთ მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა; რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს გამოქვაბულებში და პურითა და წელით ვინახავდი.

14. ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა!

15. თქვა ელიამ: ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.

16. წავიდა აბდია აქაბის შესახვედრად და შეატყობინა. წამოვიდა აქაბი ელიას შესახვედრად.

 

ეზრა 10

26. ყელამიანთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ზაბადი და ყაზიზა.

 

აბდია 1

1. ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: აღდექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად!