3.40.20. Благоговение пред Господом

1цар.2,30 Ис.8,[13] Мал.1,[6]; 2,5; 2Макав.6,30 Матф.6,9; 7,21; 1Пет.2,17 Отк.15,4

3.40.20. მოკრძალებულობა ღმერთის წინაშე

ეს.8,[13] მალ.1,[6]; 2,5

- კრძალულება უფლისადმი ჩანს მისდამი პატივის მიგებაში 1მფ.2,30

- ცოდვისგან თავშეკავებაში ფს.4,4

- სწორი დამოკიდებულება ღვთის წინაშე ფს.32,8

- მისი სიტყვებისადმი შიშში ფს.118,161

- მისი სახელის წმიდაყოფაში მათ.6,9

- მისი ნების აღსრულებაში მათ.7,21

- ღვთისმოშიშებაში 2მაკაბ.6,30; 1პეტ.2,17 გმცხ.15,4

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2

30. ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.

ფსალმუნი 4

4. ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.

ფსალმუნი 32

8. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, სამყაროს ყველა მკვიდრი თრთოდეს მისგან.

ფსალმუნი 118

161. უმიზეზოდ მდევნიან მთავარნი, მაგრამ შენი სიტყვების შიში აქვს ჩემს გულს.

ესაია 8

13. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.

მალაქია 1

6. შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?

მალაქია 2

5. ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს.

2მაკაბელთ 6

30. ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი, რადგან უფლის შიში მაქვს.

მათე 6

9. ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.

მათე 7

21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

1პეტრე 2

17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.

გამოცხადება 2

4. ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.