1.9.58 Иевусеи

1.9.58 იებუსეველები

- ქანაანის შთამომავლები დაბ.10,16; 1ნეშ.1,14

- ათიდან ერთერთი ქანაანელი ხალხი, რომელთა მიწებიც აღეთქვა სამკვიდროდ აბრამს დაბ.15,21 გამ.3,8.17; 13,5 ნეემ.9,8

- ცხოვრობდნენ მთებში რიცხ.13,30

- კერპთაყვანისმცემელნი იესნ.3,10 ეზრ.9,1

- ისრაელიანებს ებრძანათ მათი პირწმინდად განადგურება, რაშიც ღმერთი დაეხმარებოდათ გამ.23,23; 33,2; 34,11 რჯ.7,1; 20,17

- შეებრძოლნენ ისრაელიანებს იესნ.9,1; 10,1-5

- ადონი-ცედეკი იებუსის (იერუსალიმის) მეფე სხვა მეფეებთან ერთად მოკლა იესო ნავეს ძემ იესნ.10,26

- დაიპყრო იესო ნავეს ძემ იესნ.11,3; 12,8; 24,11

- იქცა ბენიამინელთა სამკვიდროდ იესნ.18,16.28

- მათი ქალაქი იებუსი აიღო დავითმა 2მფ.5,6.8; 1ნეშ.11,4-6

- ორნან იებუსელის კალოზე იდგა შემმუსვრელი ანგელოზი 2მფ.24,16; 1ნეშ.21,15

- ორნან იებუსელის კალოზე დადგა სამსხვერპლო დავითმა, სადაც მერე სოლომონმა ააშენა ღვთის სახლი 2მფ.24,18; 1ნეშ.21,18.28; 2ნეშ.3,1

- დარჩნენ აუყრელნი იესნ.15,8.63 მსაჯ.1,21; 3,5; 19,10.11; 3მფ.9,20; 2ნეშ.8,7

- იქცნენ მონებად ზაქ.9,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

16. იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,

დაბადება 15

21. ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები”.

გამოსვლა 3

8. და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.

17. და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

გამოსვლა 13

5. ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.

გამოსვლა 23

23. რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:

გამოსვლა 33

2. წაგიმძღვარებ წინ ანგელოზს და განვდევნი ქანაანელებს, ამორელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.

გამოსვლა 34

11. დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.

რიცხვნი 13

30. ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.

მეორე რჯული 7

1. "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;

მეორე რჯული 20

17. პირწმინდად გაანადგურეთ ისინი: ხეთელები და ამორელნი, ქანაანელნი და ფერიზელნი, ხივიელნი და იებუსელნი, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.

იესო ნავეს ძე 3

10. თქვა იეშუამ: "ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;

იესო ნავეს ძე 9

1. როცა ესმათ იორდანეს გაღმა მთაში და დაბლობზე მყოფ მეფეებს, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე ლიბანამდე - ხეთელებს, ამორელებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს,

იესო ნავეს ძე 10

1. როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, როგორ აიღო იეშუამ ჰაღაი და როგორ გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხოსა და მის მეფეს მოექცა, რომ დაეზავნენ გაბაონის მკვიდრნი ისრაელს და დარჩნენ მათ შორის,

26. შემდეგ დახოცა ისინი იეშუამ, მოკლა, ხუთ ხეზე ჩამოკიდა და საღამომდე ეკიდნენ ხეებზე.

იესო ნავეს ძე 11

3. აღმოსავლეთით და დასავლეთით დამკვიდრებულ ქანაანელებთან; ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან და მთიელ იებუსელებთან, ხიველებთან ხერმონის ძირში, მიცფას ქვეყანაში.

იესო ნავეს ძე 12

8. მთაში, დაბლობსა და ყარაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და სამხრეთში, ხეთების, ამორელებისა და ქანაანელების, ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების:

იესო ნავეს ძე 15

8. ბენ-ჰინომის ველის გასწვრივ ადიოდა იგი, იებუსის იგივე იერუსალიმის სამხრეთით, მთის მწვერვალისკენ, რომელიც ჰინომის ჭალის ზემოთაა დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე ჩრდილოეთიდან.

63. ვერ შეძლეს იუდას ძეებმა იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა განდევნა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი იუდას ძეებთან ერთად იერუსალიმში.

იესო ნავეს ძე 18

16. ჩამოდის საზღვარი მთის კიდისკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის გასწვრივაა, რეფაიმის ველის ჩრდილოეთით, ჰინომის ველისკენ ეშვება და იებუსელთა სამხრეთით, ყენ-როგელში ჩადის.

28. ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებიანად. ეს იყო ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

იესო ნავეს ძე 24

11. გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.

მსაჯულნი 1

21. ხოლო იერუსალიმის მკვიდრი იებუსელნი არ განდევნეს ბენიამინის ძეებმა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი ბენიამინის ძეთა შორის იერუსალიმში.

მსაჯულნი 3

5. და დამკვიდრდნენ ისრაელის ძენი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის.

მსაჯულნი 19

10. მაგრამ აღარ ინება კაცმა ღამის იქ გათევა, ადგა, წავიდა და მივიდა იებუსამდე (იერუსალიმამდე); თან ხარჭა და ორი დატვირთული სახედარი ახლდა.

11. იებუსს რომ მიუახლოვდნენ, უკვე გადახრილი იყო დღე. უთხრა მსახურმა თავის ბატონს: "შევუხვიოთ იებუსელთა ამ ქალაქისკენ და იქ გავათიოთ ღამე”.

2მეფეთა 5

6. და წავიდა მეფე თავის კაცებთან ერთად იერუსალიმზე - იებუსელთა, იმ ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ, რომლებმაც უთხრეს დავითს: "ვერ შემოხვალ აქ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან!” ფიქრობდნენ: "ვერ შემოვაო დავითი”.

8. ბრძანა იმ დღეს დავითმა: "ვინც იებუსელებს დასცემს, წყლის გვირაბით მიადგეს და მოსრას დავითის მოძულე კოჭლები და ბრმები”. ამიტომ ამბობენ: "ვერ შევლენო სახლში კოჭლები და ბრმები”.

2მეფეთა 24

16. ხელი ჰქონდა გაწვდილი ანგელოზს იერუსალიმის ასაოხრებლად. და გადაიფიქრა უფალმა ეს უბედურება და უთხრა ხალხის მომსვრელ ანგელოზს: "კმარა, შეაჩერე ხელი!” არავნა იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.

18. იმავე დღეს მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "წადი და სამსხვერპლო დაუდგი უფალს არავნა იებუსელის კალოზე”.

3მეფეთა 9

20. ხოლო ყველა ის ხალხი, რომელიც დარჩა ამორელთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომლებიც ისრაელის ძეთაგან არ ყოფილან,

1ნეშტთა 1

14. იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,

1ნეშტთა 11

4. გაილაშქრა დავითმა და მთელმა ისრაელმა იერუსალიმისკენ, იგივე იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი.

5. უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ!” მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.

6. თქვა დავითმა: „ვინც პირველი შემუსრავს იებუსელებს, ის იქნება მეთაური და მთავარსარდალი”. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.

1ნეშტთა 21

15. და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.

18. და უბრძანა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა ორნან იებუსელის კალოზე.

28. დაინახა დავითმა, რომ უპასუხა უფალმა ორნან იებუსელის კალოზე და იქ შესწირა მსხვერპლი.

2ნეშტთა 3

1. შეუდგა სოლომონი ღმერთის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალი გამოეცხადა დავითს, მამამისს; იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე.

2ნეშტთა 8

7. ხეთელთაგან, ამორელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან დარჩენილი ხალხი, რომლებიც ისრაელიანთაგანი არ იყვნენ,

ეზრა 9

1. ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,

ნეემია 9

8. ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;

ზაქარია 9

7. პირიდან გამოვგლეჯ სისხლიან ხორცს და სიბილწეთ კბილებიდან; მისი ნატამალი ჩვენს ღმერთს დარჩება და მთავარივით იქნება იუდაში, ყეკრონი კი იებუსელივით.

--------------------------

სურათზე: იესო ნავეს ძე ატყვევებს იებუსელთა მეფე ადონი-ცედეკს და მასთან კოალიციაში მყოფ მეფეებს იესნ.10,26