1.9.46 Уверовали боги ложные

Исх.32,4; 34,14 Лев.20,2-6 Чис.25,1-3 Вт.7,5 Суд.2,12; 6,25 1цар.5,2-4.7; 7,3 3цар.11,5.7; 14,15; 18,19; 19,2.3.18 4цар.1,2-4; 5,18; 17,31.35; 18,33-35; 19,37; 23,4.13.14 Ис.46,1 Иер.7,30.31; 16,19; 46,25; 50,2; 51,44 Иез.8,14 Дан.5,4 Ам.2,4 Соф.1,4 Лук.11,15 Деян.7,43; 14,13; 19,35

1.9.46 ცრუ ღმერთები ირწმუნეს

ცრუ ღმერთების სახელები:

- ადარმელექი (სირია) 4მფ.17,31

- ამელექი, ყანამელექი (ბაბილონი) 4მფ.17,31

- ამონი (თებე) იერ.46,25

- არტემიდე, ქალღმერთი დიანა, არტემისი (საბერძნეთი) საქ.19,35

- ასტარტა, [ყ]აშთორეთი (ქანაანი) 3მფ.11,5

- ბაალი, ბაყალი (ქანაანი) 3მფ.18,19

- ბაალ-ფეღორი (მოაბი) რიცხ.25,3

- ბელზებული (ფილისტიმელების) ლუკ.11,15

- ბელი (ბაბილონი) იერ.51,44

- დაგონი (ფილისტიმელების) 1მფ.5,7

- ზევსი (რომი) საქ.14,13

- თამუზი (ბაბილონი) ეზეკ.8,14

- მილქომი (ყამონელების) 3მფ.11,5 სოფ.1,5

- მოლოქი (ყამონელების) 3მფ.11,7 საქ.7,43

- ნებო (ბაბილონი) ეს.46,1

- ნისროქი (ასირია) 4მფ.19,37

- რიმონი (სირია) 4მფ.5,18

- ქამოში (მოაბი) 3მფ.11,7

- ხბო (ეგვიპტე) გამ.32,4

-

მათთან დაკავშირებული ბოროტება:

- ბავშვების მსხვერპლშეწირვა ლევ.20,2-5 იერ.7,30.31

- ჯადოქრობა ლევ.20,6

- უზნეობა რიცხ.25,1-3

- ღმერთის მიტოვება მსაჯ.2,12

- დევნა 3მფ.19,2.3

- სიამაყე 4მფ.18,33-35

- სიბილწე 4მფ.23,13.14

- გმობა დან.5,4

-

დამოკიდებულება მათდამი:

- თაყვანი არ უნდა ვცეთ გამ.34,14; 4მფ.17,35

- დავამსხვრიოთ რჯ.7,5 მსაჯ.6,25; 4მფ.23,4

- ღმერთი აფასებს ვინც არ სცემს თაყვანს ცრუ ღმერთებს 3მფ.19,18

-

მათ თაყვანისმცემლებს

- დასჯის უფალი 3მფ.14,15; 4მფ.1,2-4 ამ.2,4 სოფ.1,4

- თუ შეინანებენ და ჩამოსცილდებიან, შეიწყალებს უფალი 1მფ.7,3 იერ.16,19

-

ღმერთი ამხობს ცრუ ღმერთებს 1მფ.5,2-4 იერ.50,2

-

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32

4. გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.

გამოსვლა 34

14. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.

ლევიანნი 20

2. "უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.

3. მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.

4. თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,

5. ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.

6. ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.

რიცხვნი 25

1. დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან;

2. თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთებს.

3. შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ.

მეორე რჯული 7

5. ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.

მსაჯულნი 2

12. და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს.

მსაჯულნი 6

25. უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.

1მეფეთა 5

2. აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან.

3. დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე.

4. დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს.

7. ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.

1მეფეთა 7

3. ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.

3მეფეთა 11

5. დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის - აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე.

7. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს.

3მეფეთა 14

15. შემუსრავს უფალი ისრაელს, წყალზე მოქანავე ლერწამივით და ამოძირკვავს ისრაელს ამ ნოყიერი მიწიდან, რომელიც მისცა მათ მამებს და მიმოაბნევს მდინარის გაღმა, რადგან კერპები გაიკეთეს თავისთვის და განარისხეს უფალი.

3მეფეთა 18

19. ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან.

3მეფეთა 19

2. მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: "ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.

3. ეს რომ გაიგო ელიამ, ადგა და გაიქცა, თავი რომ გადაერჩინა. მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და იქ დატოვა თავისი მსახური,

18. მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”.

4მეფეთა 1

2. ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: "წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?”

3. უთხრა უფლის ანგელოზმა ელია თიშბელს: "წადი, დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი, ნუთუ აღარ არის-თქო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?

4. ამიტომ ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები!” წავიდა ელია.

4მეფეთა 5

18. ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.

4მეფეთა 17

31. ყაველებმა ნიბხაზი და თართაკი გაიკეთეს, ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადარმელექისა და ყანამელექისთვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.

35. ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: "ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;

4მეფეთა 18

33. განა ოდესმე დაიხსნა რომელიმე ღმერთმა თავისი მიწა აშურის მეფის ხელთაგან?

34. სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენასა და ყივას ღმერთები? განა იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?

35. ამ ქვეყნის ყველა ღმერთთაგან, რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ შენმა უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემგან?!”

4მეფეთა 19

37. ერთხელ, როცა თავის ღმერთს ნისროქს სცემდა თაყვანს, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა.

4მეფეთა 23

4. უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.

13. შებილწა მეფე იოშიამ მაღლობები იერუსალიმის გასწვრივ, გახრწნილების მთის მარჯვნივ, სოლომონმა, ისრაელის მეფემ რომ აუშენა ყაშთორეთს - ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს - მოაბის სიბილწეს და მილქომს - ყამონის ძეთა სისაძაგლეს.

14. ნამსხვრევებად აქცია სვეტები, გაჩეხა აშერები და ადამიანების ძვლებით შეავსო მათი ადგილები.

ესაია 46

1. ჩაიმუხლა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; მძიმეა დატვირთული ურმები, ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.

იერემია 7

30. რადგან ბოროტს სჩადიან ჩემს თვალწინ იუდას ძენი, ამბობს უფალი, თავიანთი სისაძაგლენი დაადგინეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ იგი.

31. თოფეთის სიმაღლეები აღმართეს ბენჰინომის ჭალებში, რათა ცეცხლში დაეწვათ საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, გულშიც არ გამივლია.

იერემია 16

19. ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: „მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.

იერემია 46

25. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებედან, ფარაონსა და ეგვიპტეს, მის ღმერთებსა და მის მეფეებს, ფარაონსა და მასზე დაიმედებულებს!

იერემია 50

2. „გამოაცხადეთ და აუწყეთ ხალხებს, ალამი ასწიეთ და აუწყეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: დაპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, გაწბილებულია მისი კერპები და დამსხვრეულია მათი ქანდაკებები!

იერემია 51

44. მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა.

ეზეკიელი 8

14. მიმიყვანა უფლის ტაძრის კარიბჭის ჩრდილო შესასვლელთან და ვიხილე იქ მსხდომი ქალები, თამუზისთვის რომ მოსთქვამდნენ.

დანიელი 5

4. ღვინოს სვამდნენ, თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს აქებდნენ.

ამოსი 2

4. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, – რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.

სოფონია 1

4. ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.

5. მათ, ბანებზე რომ სცემენ თაყვანს ციურ ლაშქარს და უფალსა და მილქომს რომ იფიცებენ.

ლუკა 11

15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

საქმეები 7

43. მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.

საქმეები 14

13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.

საქმეები 19

35. მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა?