3.42.15 Добирать оставшееся урожай

3.42.15 მომცვრევა დარჩენილი მოსავლის

- ჩვეულება ბოლომდე არ მოკრეფის ლევ.19,10

- უპოვრებისთვის დატოვება რჯ.24,21

- რუთი კრეფს მომკელთა კვალზე რუთ.2,2-23

- ბოროტნიც კრეფენ იობ.24,6

.

სიმბოლურად:

- გედეონი აკეთებს შედარებას მსაჯ.8,2

- ბოლომდე განადგურება ეს.17,5

- ბოლოს მოსახდენი ეს.24,13

- ისრაელის ნარჩენი იერ.6,9

- მხოლოდ სამყოფის კრეფა იერ.49,9

- მცირე და უკმარი მიქ.7,1

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19

10. თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ და დაბნეულ მარცვალს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზანისათვის დატოვეთ ის; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

მეორე რჯული 24

21. როცა ვენახს დაკრეფ, ნუღარ მოიმცვრევ დარჩენილ ნაყოფს: ხიზნისა და ქვრივ-ობლისათვის იყოს.

მსაჯულნი 8

2. გედეონმა მიუგო: მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?

რუთი 2

2. უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი. უთხრა: წადი, შვილო.

იობი 24

6. სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ.

ესაია 17

5. ყანის მკას დაემსგავსება ეს ყოველივე: მომკელის მარჯვენა რომ გადამკის ყანას, რეფაიმის ველზე რომ მოიმცვრევენ ჩაბნეულ თავთავს.

ესაია 24

13. რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.

იერემია 6

9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ვენახივით მოიმცვრევენ ისრაელის ნარჩენს; გაიწოდე ხელი ვაზისაკენ, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრისაკენ.

იერემია 49

9. მერთვლეებიც რომ შემოგსეოდნენ, ისინიც კი დაგიტოვებდნენ მოსამცვრევ კუფხლებს, ქურდები ღამით მხოლოდ თავის სამყოფს გაიტაცებდნენ.

მიქა 7

1. ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.