4.19.26 Для благоразумного отношения раба и государя

***

Быт.16:6. Аврам сказал Саре: вот, служанка твоя в твоих руках; делай с нею, что тебе угодно.

Этими словами Аврам благоразумно укрощает начавшуюся домашнюю ссору между госпожой и служанкой, указывая действительную роль первой и ее законные права в отношении к последней.

И Сара стала притеснять ее,

Но Сара не нашла в себе достаточного великодушия, а проявила в отношении к Агари некоторую пристрастную суровость. Вот новый пример того, что Писание нисколько не замалчивает и даже не ослабляет и недостатков у праведников.

и она убежала от нее.

Гордая служанка не захотела переносить такого унижения и предпочла бегство в пустыню «Сур» (Быт. 16:7), лежавшую на пути между Египтом и Ассирией (Быт. 25:18; 1Цар. 15:7, 27:8) в северо-западном углу аравийского полуострова, известную теперь под названием «Джифар». По ней вела дорога из Палестины в страну фараонов, куда естественней всего и было направиться Агари, как в свою родную страну.

Бытие 16 глава — Библия — Комментарии Лопухина

***

Страсть Сары мстит Агари; она стала притеснять ее, не только ограничив прежним местом и работой как служанку, но, возможно, заставив ее служить в суровых условиях. Отметьте: Бог обращает внимание и недоволен трудностями, которыми жестокие господа безрассудно обременяют своих слуг. Они должны воздерживаться от угроз, размышляя вместе с Иовом: «Не Он ли, Который создал меня во чреве, создал и его?» (Иов 31:15).

(3) Гордость Агари не могла вынести такого отношения, ее гордый дух стал нетерпим к порицаниям, и она убежала от нее. Она не только пыталась избежать ее гнева в настоящее время, как Давид убежал от Саула, а полностью оставила свое служение и убежала из дома, забыв,

Бытие 16 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

4.19.26 მონა-ბატონის კეთილგონივრული ურთიერთობისთვის

დაბ.16:[6]

- ბატონი გონივრულად ექცეოდეს მას ღვთის წინაშე იობ.31,13-15 ეფ.6,9

- მონა უნდა იყოს შემსმენი და მორჩილი იგავ.29,19 ეკლ.10,4; 1პეტ.2,18-20 ეფ.6,5-8 კოლ.3,22.23 ტიტ.2,9

P.S. თემის გარეთ წასაკითხად

- ქვეშევრდომთა გაქცევის სხვა შემთხვევები, რასაც სიცოცხლის გადასარჩენად მიმართეს გამ.2,15; 1მფ.25,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

6. უთხრა აბრამმა სარაის: "აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს, ისე მოექეცი”. და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას.

გამოსვლა 2

15. ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.

1მეფეთა 25

9. მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: "ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.

იობი 31

13. თუ ოდესმე უგულებელვჰყავი ჩემი მსახურისა და მხევლის საჩივარი ჩემს წინააღმდეგ,

14. რაღას ვიზამ მაშინ, როცა აღდგება ღმერთი და მომინახულებს, რა პასუხი გავცე?

15. განა ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, მანვე არ შექმნა ისინი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?

იგავნი 29

19. სიტყვით არ გაიწვრთნება მონა, რადგან რომც გაიგოს, არ შეისმენს.

ეკლესიასტე 10

4. თუ მთავრის სული ამხედრდა შენს წინააღმდეგ, ნუ მიატოვებ შენს ადგილს, რადგან დიდი დანაშაულისგანაც კურნავს თვინიერება.

1პეტრე 2

18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.

19. რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.

20. რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!

ეფესელთა 6

5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;

6. არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.

7. გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.

8. იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.

9. და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.

კოლასელთა 3

22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.

23. ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის.

1ტიმოთე 6

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

ტიტე 2

9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას;

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.16:6. აბრამი თავისი სიტყვით გონივრულად აგვარებს ქალბატონსა და მხევალს შორის წამოჭრილ უთანხმოებას, მიუთითებს რა მათ როლსა და კანონიერ უფლებებზე.

და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ

მაგრამ სარამ ვერ ჰპოვა საკუთარ თავში საკმაო სულგრძელობა და დაუწყო მკაცრი მოპყრობა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წმ. წერილი არ დუმს და სრულად აჩვენებს მართალთა ნაკლოვანებებს.

ის კი გაექცა მას

ამაყი მხევალი ვერ იტანს დამცირებას და გარბის უდაბნოში (დაბ.16:7).

__ ლოპუხინის კომენტარები __

***

დაბ.16,6 როგორც ემჩნევა სარა არა მხოლოდ მიუჩენს აგარს ძველ ადგილს, არამედ მეტისმეტად ავიწროვებს და მკაცრადაც ეპყრობა. ღმერთი ყურადღებას აქცევს და არ მოსწონს ბატონების მხრიდან მსახურების ჩაგვრა, რადგან შემოქმედია როგორც ერთის ისე მეორის (იობ.31:15).

აგარის ამაყი სული ვერ იტანს ჩაგვრას, გარბის ისევე, როგორც დავითი გაექცა საულს და მიატოვა თავისი მსახურება.

__ მეთიუ ჰენრი __