1.9.26 Египтиане считали мерзостью общения святым народом

Быт 43:32

И подали ему особо,и им особо,и Египтянам,обедавшим с ним,особо:ибо Египтяне не могут есть с Евреями;потому что это мерзость для Египтян.

 

Быт 46:34

То вы скажите:"мы,рабы твои,скотоводами были от юности нашей доныне,и мы,и отцы наши",чтобы вас поселили в земле Гесем.Ибо мерзость для Египтян всякий пастух овец.

1.9.26 ეგვიპტელნი სიბილწედ რაცხდნენ ღვთის ხალხთან ურთიერთობას

- ერიდებოდნენ ერთად ჭამას დაბ.43,16.32

- სისაძაგლე იყო მათთვის მეცხვარე დაბ.46,33.34

- მსხვერპლშეწირვა გამ.8,25-28

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 43

16. დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.

32. მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.

 

დაბადება 46

33. როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო.

34. უთხარით, მეჯოგე ხალხი ვართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე.

 

გამოსვლა 8

25. უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაში.

26. უთხრა მოსემ: ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ!

27. სამი დღის სავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს.

28. უთხრა ფარაონმა: გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ. ილოცეთ ჩემთვის.