3.39.1. Кто думает, что скорбит в посте, напрасно ищет Бога

Лев.16,29; 3цар.21,27-29 Пс.68,11 Прит.28,9 Ис.58,1-[3]-[5]-9 Ион.3,8 Зах.7,5.6 Мал.3,14 Матф.6,16; 1Пет.2,5 Рим.12,1.2

.

Таков ли тот пост,

который Я избрал,

день, в который томит

человек душу свою,

когда гнет голову

свою, как тростник, и

подстилает под себя

рубище и пепел? Это

ли назовешь постом и

днем, угодным

Господу? (Исайя 58,5).

Также, когда

поститесь, не будьте

унылы, как лицемеры,

ибо они принимают на

себя мрачные лица,

чтобы показаться

людям постящимися.

Истинно говорю вам,

что они уже получают

награду свою.

Чтобы явиться

постящимся не пред

людьми, но пред Отцом

твоим, Который втайне;

и Отец твой, видящий

тайное, воздаст тебе

явно. (Матф.6, 16.18).

3.39.1. ვისაც მარხვა ტანჯვა ჰგონია, ამაოდ ეძიებს ღმერთს

ეს.58,1-[3]-[5] მალ.3,14 მათ.6,16

- რადგან მარხვის დროს სიამეს ეძიებს და ყოველგვარ ჟინს იკლავს იგავ.28,9 ეს.58,[3]

- რადგან ბოროტისგანაა შეკრული და განთავისუფლება ესაჭიროება ეს.58,4-6.9 იონ.3,8

- რადგან მარხვა თავის დამდაბლება და მოდრეკაა ღმერთის წინაშე ლევ.16,29; 3მფ.21,27-29

- გულმოწყალებაა კაცთა მიმართ ფს.68,11 ეს.58,6.7.10

- რადგან მარხვა ჩვენი სულის ხსნისთვისაა ზაქ.7,5.6

- ამიტომაც უშურველად უნდა გაიღებოდეს სულიერი მსხვერპლი 1პეტ.2,5 რომ.12,1.2

ბიბლიის მუხლები

 

ლევიტელთა 16

29. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.

3მეფეთა 21

27. როცა გაიგონა აქაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.

28. გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს:

29. ხომ ხედავ, როგორ მოიდრიკა აქაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოიდრიკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს. 

ფსალმუნი 68

11. და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.

იგავნი 28

9. ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.

ესაია 58

1. ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები.

2. ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ.

3. რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.

4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.

5. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?

6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?

7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

9. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;

იონა 3

8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

ზაქარია 7

5. უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?

6. როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?

მალაქია 3

14. თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?

მათე 6

16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 

1პეტრე 2

5. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.

რომაელთა 12

1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. 

2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.