3.44.16 Гранат

3.44.16 ბროწეული

- ხარობს ქანაანში რიცხ.13,24; 1მფ.14,2

- ეწოდა "ბროწეულის ქვეყანა" რჯ.8,8

- ისრაელიანები ნატრობდნენ უდაბნოში ეგვიპტურ ბროწეულს რიცხ.20,5

- გახმობა იოვ.1,12

.

როგორც მორთულობა:

- ღვთისმსახურის მოსასხამის კალთებზე გამ.28,33.34; 39,24-26

- სპილენძის ბროწეულები იყო ტაძრის სვეტებზე და ქალდეველების მიერ გაიძარცვა 3მფ.7,18.20.42; 4მფ.25,17; 2ნეშ.3,16; 4,13 იერ.52,22.23

.

სიმბოლურად:

- ქალის სილამაზის პოეტური აღწერა ქებ.4,3.13; 6,7

- გაზაფხული ქებ.6,11

- სიყვარული ქებ.7,13; 8,2

- ნაყოფიერების ნიშანი ანგ.2,19

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 28

33. ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.

34. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.

გამოსვლა 39

24. ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.

25. გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.

26. ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთების გარშემო მსახურებისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

რიცხვნი 13

24. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.

რიცხვნი 20

5. რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?

მეორე რჯული 8

8. ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,

1მეფეთა 14

2. საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ახლდა ხალხი - ექვსასამდე კაცი,

3მეფეთა 7

18. გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს ორ წეებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად.

20. ორ სვეტზე შედგმული ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა ორასი ბროწეული, ზემოთკენ მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო.

42. ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის; ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების დასაფარავად.

4მეფეთა 25

17. თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა; სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.

2ნეშტთა 3

16. გააკეთა დაბირში ჯაჭვები და სვეტისთავებზე მიამაგრა. გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა.

2ნეშტთა 4

13. ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისთვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად.

ქებათა ქება 4

3. შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.

13. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით,

ქებათა ქება 6

7. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.

11. კაკლიანში ჩავედი მწვანე ჭალების სანახავად; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.

ქებათა ქება 7

13. ადრიანად გავიდეთ ვენახებში, ვნახოთ, თუ იფეთქა ვაზმა, კვირტი თუ გაიფურჩქნა, თუ აყვავდა ბროწეული. ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნი!

ქებათა ქება 8

2. წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.

იერემია 52

22. და სპილენძის გვირგვინი მათზე, თითოეული გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად სპილენძისა იყო; ასეთივე იყო მეორე სვეტი და ბროწეულები.

23. ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო ყოველ მხარეს, სულ ასი ბროწეული იყო ბადეზე, ირგვლივ.

იოველი 1

12. გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი, ვაშლი და მთელი ხეხილი. ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.

ანგია 2

19. თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.