4.15.33 О выборе будущих супругов

4.15.33 მომავალ მეუღლეთა შერჩევის შესახებ

ღმერთის მიერ

- საჭიროება დაბ.2,18.21-24; 1კორ.7,2 ფლპ.4,19

- ნება დაბ.24,48 მსაჯ.14,1-4

.

კაცის მიერ მოტივაცია

- მოწონება დაბ.6,2 გამ.2,16-21 რჯ.21,11-13

- დაქვრივების შემდეგ დაბ.25,1; 38,14; 1ტიმ.5,14

- ერთმორწმუნეობა დაბ.24,3.4; 27,46; 28,1.2

- ერთი ნახვით შეყვარება დაბ.29,5.6.18

- სულსწრაფობით შეურაცხყოფა დაბ.34,2-4

- გარდაცვლილისთვის სახელის აღდგენა რუთ.4,10

- პოლიტიკური მიზანშეწონილობა 3მფ.3,1

- უკეთურება, ღმერთს დაშორებულობა 3მფ.16,31 იაკ.4,3.4

- ღმერთს მინდობა, არა საკუთარ გონიერებაზე დაყრდნობა იგავ.3,5.6 ლუკ.11,9.10 იოან.16,24

.

შერჩევის კრიტერიუმები:

- არა უწმიდური სხვა კავშირებისგან ლევ.21,7

- სილამაზით არ მოტყუვდე, გარეგნულით არ ცდუნდე იგავ.11,22; 31,30; 1პეტ.3,3.4

.

ქორწინების უფლების მოპოვება ძალისხმევით:

- გმირობით იესნ.15,16.17; 1მფ.18,27

.

დაფიცებული უარის გადალახვის შემთხვევა მსაჯ.21,6.7.14-22

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2

18. და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.“

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.

24. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.

დაბადება 6

2. იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.

დაბადება 24

3. გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;

4. არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.

48. მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.

დაბადება 25

1. კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა.

დაბადება 27

46. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?

დაბადება 28

1. მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.

2. ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული.

დაბადება 29

5. უთხრა: თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს? მიუგეს: ვიცნობთ.

6. უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება.

18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.

დაბადება 34

2. დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.

3. გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.

4. უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.

დაბადება 38

14. და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს.

გამოსვლა 2

16. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.

17. მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.

18. მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”

19. მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.

20. უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.

21. და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.

ლევიანნი 21

7. მეძავი და წაბილწული არ ითხოვონ ცოლად, ასევე განქორწინებული თავისი ქმრისაგან, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისთვის.

მეორე რჯული 21

11. დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;

12. მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,

13. გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.

იესო ნავეს ძე 15

16. თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.

17. ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.

მსაჯულნი 14

1. ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.

2. აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას: ერთი ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად.

3. უთხრეს მამამ და დედამ: ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს? უთხრა სამსონმა მამამისს: ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა.

4. რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად.

მსაჯულნი 21

6. ნაღვლობდნენ ისრაელის ძეები ბენიამინის, თავისი ძმის გამო და ამბობდნენ: "მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.

7. გადარჩენილებს როგორღა მოვექცეთ, ხომ დავიფიცეთ უფლის წინაშე, რომ არ მივათხოვებთ ჩვენს ასულთაგან?”

14. დაბრუნდნენ ბენიამინის ძენი და მიათხოვეს გილყადის იაბეშში ცოცხლად დატოვებული ქალები; მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.

15. და ნაღვლობდა ხალხი ბენიამინის გამო, რადგან ბზარი გააჩინა უფალმა ისრაელის ტომებში.

16. თქვეს კრებულის უხუცესებმა: "როგორ მოვიქცეთ გადარჩენილებთან ცოლების თაობაზე? რადგან განადგურდნენ ბენიამინელთა ქალები”.

17. და თქვეს: "მემკვიდრეობა უნდა მიეცეს გადარჩენილ ბენიამინელებს, რათა არ ამოიძირკვოს ტომი ისრაელისგან,

18. მაგრამ არ შეგვიძლია მათთვის ჩვენი ასულების მითხოვება, რადგან ფიცი გვაქვს წარმოთქმული ისრაელის ძეებს, რომ წყეულ იყოს ბენიამინისთვის ცოლის მიმცემი”.

19. თქვეს: "აჰა, უფლის დღესასწაულია ყოველ წელს შილოში, ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემისკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონას სამხრეთით”.

20. და უბრძანეს ბენიამინის ძეებს: "წადით და ჩასაფრდით ვენახებში.

21. უყურეთ და, აჰა, როცა დაინახავთ, რომ გამოვიდნენ შილოელი ასულები საფერხულოდ, მაშინ გამოდით ვენახებიდან, გაიტაცეთ თითოეულმა საცოლე მათგან და წადით ბენიამინის ქვეყანაში.

22. და როცა მოვლენ მათი მამები ან ძმები ჩვენთან საჩივლელად, ვეტყვით: ჩვენ გვიწყალობეთ ისინი მათთვის, რადგან ვერ შევძინეთ თოთოეულ კაცს თავის ცოლი გილყადის იაბეშის ბრძოლაში; არც თქვენ მიგიციათ ნებით ისინი, თორემ დამნაშავენი იქნებოდით”.

რუთი 4

10. ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!

1მეფეთა 18

27. რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.

3მეფეთა 3

1. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის გარშემო.

3მეფეთა 16

31. არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.

იგავნი 3

5. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.

6. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.

იგავნი 11

22. ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედივითაა ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი.

იგავნი 31

30. მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება!

ლუკა 11

9. მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

10. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.

იოანე 16

24. ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

იაკობი 4

3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.

4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.

1პეტრე 3

3. ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,

4. არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.

1კორინთელთა 7

2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი.

ფილიპელთა 4

19. ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

1ტიმოთე 5

14. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს გაკიცხვის საბაბი.