1.3.40. Божественный и человеческий дух Христа

Мар.2,8: 8,12 Лук.23,46 Ин.7,39 Деян.4,31; 1Пет.3,[18.19] Рим.1,4; 8,9 Гал.4,6 Еф.5,18 Флп.1,19 Кол.2,9

потому что и Христос, чтобы привести нас к Богу, однажды пострадал за грехи наши, праведник за неправедных, быв умерщвлен по плоти, но ожив духом,

19 которым Он и находящимся в темнице духам, сойдя, проповедал, (1Пет.3,[18.19]);

  и открылся Сыном Божиим в силе, по духу святыни, через воскресение из мертвых, о Иисусе Христе Господе нашем, (Рим.1,4).

1.3.40. ღვთაებრივი და ადამიანური სული ქრისტესი

სული ქრისტესი - ნათქვამია სული წმიდაზე:

- დამკვიდრებული იყო წინასწარმეტყველებში 1პეტ.1,[11]

- მოავლინა ღმერთმა ჩვენს გულებში გალ.4,6

- მიეცათ მორწმუნეებს იოან.7,39

- წაადგებათ ფლპ.1,19

- აძლევს მათ გაბედულებას საქ.4,31

- აღივსებიან სული წმიდით ეფ.5,18

- ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი რომ.8,9

.

ქრისტე ადამიანური სულით:

- ხვდებოდა ფიქრებს სულით მარ.2,8

- გრძნობდა მარ.8,12

- ცხოვრობდა ლუკ.23,46

- მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით 1პეტ.3,[18.19] რომ.1,4

- სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე კოლ.2,9

.

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 2

8. იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: "რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?

მარკოზი 8

12. მაშინ სულით ამოიოხრა და თქვა: "რისთვის ეძებს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა”.

ლუკა 23

46. დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: "მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.

იოანე 7

39. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

საქმეები 4

31. და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.

1პეტრე 1

11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.

1პეტრე 3

18. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

19. რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,

რომაელთა 1

4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,

რომაელთა 8

9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.

გალატელთა 4

6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!

ეფესელთა 5

18. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

ფილიპელთა 1

19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,

კოლასელთა 2

9. ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;

__თემაზე წერდნენ__

***

ქრისტეს კაცობრივი სული ჭეშმარიტად განშორდა მის კაცობრივ სხეულს), ჭერშმარიტად დაიდო სხეულით სამარედ როგორც კაცი.

__ წმ. ანასტასი სინელი __

***

ქრისტეს ცხოვრება და განკაცება იმას გვასწავლის, რომ ადამიანი დაცემულ მდგომარეობაშიც კი იმდენად ღრმაა, იმდენად პოტენციურად წმინდაა, რომ მას შეუძლია თავის თავში დაიტიოს ღვთის არსებობა, რომ მას შეუძლია ღვთის სახლი იყოს. როგორც მოციქული ამბობს, ღვთაებრიობის მთელი სისავსე ქრისტეში სხეულებრივად არსებობდა (კოლ. 2,9). ეს ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, შემძლეა თავის თავში ღმერთი დაიტიოს, ამასთანავე, არა როგორც ჭურჭელმა, რომელიც უცხო რჩება იმისადმი, რაც მასშია, არა როგორც ჭურჭელმა, რომელიც არ ხდება ზიარი იმ სითხისა, რომელიც მასში ასხია, - არა, ჩვენ შეგვიძლია ისე გავიმსჭვალოთ, რომ შეურევნელად, შეურწყმელად, მაგრამ რეალურად შეერთებული ვიყოთ ღმერთთან.

__ ანტონ სუროჟსკი __

(თარგმნა სალომე ბაღაშვილმა)

***

მაცხოვარი ჯვარზე ადამიანური ბუნებით მოკვდა. მისი კაცობრივი სული გაეყარა კაცობრივ სხეულს. კაცობრივი სხეულით მაცხოვარი სამარედ დაიდო, ხოლო კაცობრივი სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა. როდესაც მისი სხეული სამარედ დაიდო, წესით უნდა გახრწნილიყო და დაშლილიყო სტიქიონებად, რადგან ჩვენი სხეული ჰქონდა. მაგრამ არ გახრწნილა იმ მიზეზით, რომ, ჩვენგან განსხვავებით, მისი კაცობრივი სხეული ღმერთ-ჰიპოსტასთან იყო განუყრელად შეერთებული, ღმერთ-ჰიპოსტასის ანუ განკაცებული ღმერთის სხეული იყო (და არის მარადიულად). მისი კაცობრივი სხეული ღვთის სხეულია და ასეც ეწოდება მას: ღვთისსხეული – თეოსომა. სწორედ ეს განასხვავებს მის სხეულს მდგომარეობითად ჩვენგან, რადგან მართალია, მისი სხეული ჩვენი სხეულის მსგავსად ექვემდებარებოდა სტიქიონებად დაშლას და მით უმეტეს, გაეყარა რა კაცობრივ სულს და მოკვდა, უნდა გახრწნილიყო, მაგრამ გაეყარა რა კაცობრივ სულს, არ გაჰყრია ღმერთ-ჰიპოსტასს.

ამრიგად, ღმერთ-ჰიპოსტასმა მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ მიიღო კაცობრივი სხეული და სული. ესენი, ჯვარზე სიკვდილისას, ერთმანეთს კი გაეყარნენ, მაგრამ ღმერთ-ჰიპოსტასთან კვლავ განუწყვეტელი კავშირი შეინარჩუნეს და ამ ჰიპოსტასთან უცვლელი შეერთებულობის ძალით, ერთი მხრივ, სხეული, თუმც სამარედ დადებული, არ გახრწნილა, მეორე მხრივ კი, კაცობრივი სული ვერ შთანთქა ჯოჯოხეთმა; პირიქით, თავად ჯოჯოხეთი დაირღვა და შეიმუსრა.

ჯოჯოხეთში ჩასვლა, მაცხოვრის გამომხსნელობითი მოღვაწეობის აღსრულებამდე, ყველა ადამიანის სულისთვის იყო განწესებული. ყველა კაცობრივი სული ჯოჯოხეთმა გადაყლაპა, შთანთქა და დაიმონა. ეგონა, რომ ამასაც ასე დაიმონებდა, ჩათვალა რა მაცხოვრის კაცობრივი სული ჩვეულებრივი ადამიანის სულად. რა თქმა უნდა, ქრისტეს კაცობრივი სული ყოვლითურთ ადამიანური სულია, მაგრამ განსხვავება ისაა, რაც უკეთურებამ ვერ განჭვრიტა – ეს ადამიანური სული შეერთებული იყო (და მარადიულად არის) ღმერთ-ჰიპოსტასთან, ბუნებით ღმერთთთან. ღმერთჰიპოსტასის ანუ ბუნებითი ღმერთის ჩაყლაპვა ჯოჯოხეთისგან წარმოუდგენელია და შეუძლებელს ეცადა რა იგი, თვითონ დაირღვა და საუკუნითგან შთანთქმულნი მართალნი ‘წარმოსთხინა” ანუ ჯოჯოხეთში კაცობრივი სულით ჩასულმა მაცხოვარმა ამოიყვანა, გაათავისუფლა ცხონებადნი ჯოჯოხეთის საუკუნოვანი პყრობილობისგან და გახსნა გზა ცხონებისა მთელი კაცობრიობისთვის.

პიროვნული არჩევანის უფლებამოსილება შესაქმითვე მოგვცა თავად, აწ კი გზა გაგვიხსნა და გახსნილ კარიბჭეში შევალთ თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. მან გაგვიხსნა ცხონების კარიბჭე. ყველას მოგვცა შესაძლებლობა იქ შესასვლელად. ამისთვის გვმოძღვრავს, გვასწავლის, გვიზიდავს იქითკენ, მაგრამ არანაირად – ძალადობრივად. ყველა ადამიანის პიროვნულ არჩევანზეა, გაჰყვება თუ არა მის კვალს, ინებებს და იღვაწებს ცხონებისთვის, თუ წარწყმედისკენ მიიდრიკება. (მცირე შემოკლებით)

__ ქეთი ჭელიძე __