4.21.14. Ловцами человеков делает нас Иисус

Матф.4,19 Мар.1,[17] Лук.5,10 Деян.2,38-41

- Во имя Его покоряем вере все народы Деян.6,7 Рим.1,[5]; 15,19; 16,26

- Нашим духовним оружием разрушаем твердынь, ниспровергаем замыслы, всякое превозношение против познания Божия и пленяем всякое помышление в послушание Христу. Готовы наказать всякое непослушание, когда послушание их исполнится 2Кор.10,4-6

- Иисус сделался для всех послушных Ему виновником спасения Евр.5,9

4.21.14. კაცთა მებადურებად გვაქცევს იესო

მათ.4,19 მარ.1,[17] ლუკ.5,10 საქ.2,40.41

- მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი საქ.6,7 რომ.1,[5]; 15,19; 16,26

- ჩვენი საომარი სულიერი იარაღით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას, ქედმაღალ, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, მისითვე ვატყვევებთ ყოველ აზრს, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება მათი მორჩილება 2კორ.10,4-6

- ხოლო მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნათ ქრისტე ებრ.5,9

ბიბლიის მუხლები

მათე 4

19. და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.

მარკოზი 1

17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.

ლუკა 5

10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.

საქმენი მოციქულთა 2

40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.

41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.

საქმენი მოციქულთა 6

7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

რომაელთა 1

5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,

რომაელთა 15

19. სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი.

რომაელთა 16

26. ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, -

2კორინთელთა 10

4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.

5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.

6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.

ებრაელთა 5

9. ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა.