3.48.39 Праведный верою жив будет

3.48.39 მართალი რწმენით იცოცხლებს

აბაკ.2,4 მარ.16,16 იოან.3,15.16; 6,35; 11,25-27; 20,31 საქ.13,48; 1იოან.5,13 რომ.1,17 გალ.2,20; 3,11.12; 1ტიმ.1,16; 6,12 ებრ.10,38

ბიბლიის მუხლები

მართალი თავისი რწმენით იცოცხლებს.

აბაკ. 2,4

ვინც იწამებს . . . ცხონდება.

მარ. 16,16

რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თვისი ძე მხოლოდშობილი, რათა ყველა, ვისაც სწამს იგი, კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იოან. 3,15.16

უთხრა მათ იესომ: "მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.

იოან.6,35

იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!

ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს? [მარიამ] უთხრა მას: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი ქვეყნად.

იოან. 11,25-27

დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და რათა მორწმუნეთ ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

იოან. 20,31

ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.

საქ.13,48

ეს მოგწერეთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.

1იოან.5,13

მართალი სარწმუნოებით იცოცხლებს.

რომ. 1,17

ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.

გალ.2,20

ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით.

ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.

გალ.3,11.12

სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.

1ტიმ.1,16

იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.

1ტიმ.6,12

ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.

ებრ.10,38