2.5.36 Гавриил

2.5.36 გაბრიელი

- არის ღმერთის წინაშე მდგომელი ლუკ.1,19

- აუხსნა ხილვა დანიელს დან.8,16-27

- ახსნა წინასწარმეტყველება 70 შვიდეულის შესახებ დან.9,21-27

- აუწყა იოანე ნათლისმცემლის დაბადება ლუკ.1,11-22

- აუწყა ქრისტეს შობა ლუკ.1,26-38

ბიბლიის მუხლები

დანიელი 8

16. მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: "გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.

დანიელი 9

21. ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.

ლუკა 1

19. უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.

26. მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,

27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.

28. შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”