3.18.3. Благословение еды

Лев.8,26.27; 1цар.9,13; 21,6 Матф.14,19; 15,36; 26,26-28; 1Тим.4,3-5

3.18.3. საკვების კურთხევა

ლევ.8,26.27; 1მფ.9,13; 21,6 მათ.14,19; 15,36; 26,26.27; 1ტიმ.4,3-5

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 8

 26. აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.

27. ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.

1მეფეთა 9

13. როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე ბორცვზე არ ასულა პურის საჭმელად, რადგან ხალხი მის მისვლამდე არაფერს შეჭამს. მან უნდა აკურთხოს საკლავი, მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა.

1მეფეთა 21

6. მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.

მათე 14

19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.

მათე 15

36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.

მათე 26

26. და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.

27. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ:

1ტიმოთე 4

რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.

4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,

5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.