1.1.64 Голубь

***

Голубь является эмблемой благодатной души, которая не может обрести для своих ног покоя, твердого мира и удовлетворения в этом мире – этом затопленном и оскверненном мире – и возвращается ко Христу как к своему Ковчегу, как к своему Ною. Плотское сердце, как ворон, поглощено этим миром и питается падалью, которую в нем находит, но ты, душа моя, возвратись в покой твой, к своему Ною, как говорит слово (Пс 114:7). Кто дал бы мне крылья, как у голубя? Тогда я летел бы к нему (Пс 54:7). И как Ной протянул руку, чтобы принять голубя, и внес его в ковчег, так и Христос милостиво поможет, пригласит и сохранит тех, кто летит к Нему, чтобы обрести покой.

– Комментарии Мэтью Генри__

1.1.64 მტრედი ბიბლიაში

მასზე ნათქვამია:

- გამოშვებულ იქნა ნოეს კიდობნიდან დაბ.8,8-11

- ყიდდნენ ტაძარში მათ.21,18

 

მტრედის ხუნდი

- შესაწირავში დაბ.15,9 ლევ.1,14; 12,6

- შესწირა მარიამმა ლუკ.2,24

 

სიმბოლური შედარება მტრედთან:

- ნატვრა მისი ფრთების ფს.54,6

- ქალის სილამაზე ქებ.2,14

- კვნესა ეს.38,14

- სიბრიყვე ოს.7,11

- ისრაელის აღდგენა ოს.11,11

- სული წმიდა მათ.3,16

- უბრალოება მათ.10,16

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8

8. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.

9. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.

10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.

11. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.

დაბადება 15

9. უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი.

ლევიანნი 1

14. თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად.

ლევიანნი 12

6. როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.

ფსალმუნი 54

6. ვთქვი, რომ მქონდეს-მეთქი მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და მოვისვენებდი!

ქებათა ქება 2

14. კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნულო, ჩემო მტრედო! მაჩვენე შენი სახე, მომასმენინე შენი ხმა, რადგან ტკბილია შენი ხმა და მშვენიერია შენი სახე.

ესაია 38

14. როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;

ოსია 7

11. ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცევა ეფრემი - ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.

ოსია 11

11. თრთოლვით წამოვლენ, როგორც ჩიტები ეგვიპტიდან და როგორც მტრედები აშურის ქვეყნიდან; თავიანთ სახლებში დავასახლებ მათ - ამბობს უფალი.

მათე 3

16. მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.

მათე 10

16. აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.

მათე 21

12. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.

ლუკა 2

24. და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

მტრედი წარმოადგენს მადლისმფენი სულის ემბლემას, რომელიც არ მისცემს თავის ფეხებს მოსვენებას, ასევე განასახიერებს მტკიცე მშვიდობას და კმაყოფილებას ამ წამხდარ და უკეთურ ქვეყნად – რომელიც ბრუნდება ქრისტესთან, როგორც თავის კიდობანთან, როგორც თავის ნოესთან.

__ მეთიუ ჰენრი __