3.50.25 Гадание - попитка предсказать будушее при помощи злых сыл

3.50.25 მისნობა, მკითხაობა, მარჩიელობა

მომავლის წინასწარმეტყველების მცდელობა ბოროტ ძალთა მეშვეობით

.

ითვლება:

- სისაძაგლედ რჯ.18,11.12

- სიცრუედ ეზეკ.13,6.7

- მომგებიან საქმედ საქ.16,16

- ღირსია სიკვდილის ლევ.20,27

.

მკითხაობენ:

- გრძნეულნი დაბ.41,8 საქ.13,6

- ჯადოქრები რჯ.18,10

- მომჯადოვებელი რჯ.18,11

- სულთა გამომკითხველი რჯ.18,11

- ასტროლოგები ეს.47,13

- ცრუ წინასწარმეტყველნი იერ.14,14

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41

8. შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.

ლევიანნი 20

27. თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.

მეორე რჯული 18

10. არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული,

11. არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,

12. ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.

ესაია 47

13. დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.

იერემია 14

14. და მითხრა უფალმა: "სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არ მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებს, მისნობას, ამაოებასა და თავიანთი გონებით შეთხზულ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ”.

ეზეკიელი 13

6. ხედავენ ამაოებას, მათი მისნობა სიცრუეა. ამბობენ: "უფალმა ბრძანაო!” მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი. მაინც თავიანთი სიტყვის ასრულების იმედი აქვთ.

7. განა ამაო ხილვას არ ხედავთ და ცრუდ არ მისნობთ, რომ ამბობთ: უფალი ბრძანებსო, მე კი არაფერი მითქვამს?

საქმეები 13

6. პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,

საქმეები 16

16. ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.