3.7.1. Молитва в уеденение

Быт.24,63; 32,24; 4цар.4,33 Ис.26,20 Матф.6,5.[6]; 14,23; 26,36.39 Мар.1,35 Лук.5,16; 22,41 Деян.9,40; 10,9.30

3.7.1. განმარტოებით ლოცვა

დაბ.24,63; 32,24; 4მფ.4,33 ეს.26,20 მათ.6,5.[6]; 14,23; 26,36.39 მარ.1,35 ლუკ.5,16; 22,41 საქ.9,40; 10,9.30

 

ბიბლიის მუხლები

 

 დაბადება 24

63. გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.

63. (სბს-2013)

და გავიდა ერთხელ ისააკი საღამო ხანს მინდორში ფიქრთგასართველად, და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები.

 

დაბადება 32

24. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.

 

4მეფეთა 4

33. შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.

 

ესაია 26

20. წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.

 

მათე 6

5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

 

მათე 14

23. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ. 

 

მათე 26

36. მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.

39. ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ

 

მარკოზი 1

35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.

 

ლუკა 5

16. ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

 

ლუკა 22

41. ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი ლოცულობდა

 

საქმე 9

40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

 

საქმე 10

9. მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად.

30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით. 

 

.__თემაზე წერდნენ__

 ***

დაბ.24,63 ისააკი გამოვიდა ველზე საღამოს წყნარი ჟამის გამოსაყენებლად, რათა განმარტოებით ეფიქრა და ელოცა — ესაუბრა უფალთან და საკუთარ გულთან. უნდა აღინიშნოს:

(1) წმიდა სულებს უყვართ განმხოლოება. ჩვენთვის სასარგებლოა რაც შეიძლება ხშირად დავრჩეთ განცალკევებით, ვისეირნოთ ან ვიჯდეთ მარტო; და თუ ჩვევაში შემოდის ცალკე ყოფნის უპირატესობების მაქსიმალური გამოყენება, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ განმხოლოებით ყოფნა სულაც არაა განმარტოების მნიშვნელობისა.

(2) ფიქრებში განსჯა და ლოცვები უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენი საქმიანობა განმარტოების ჟამს, ის უნდა გვავსებდეს სიხარულით, რადგანაც წინ ბევრი რამის შეცნობა მოგვიწევს ღმერთის, ქრისტეს და ზეციურის შესახებ.

(3) მინდორში გასვლა ჩვენს თავს ზემოთ და ირგვლივ დიდ სივრცეებს შლის, რომელთა გააზრებაც გვაფიქრებინებს შემოქმედზე და ყოველივე მის მიერ ქმნილზე.

__ მეთიუ ჰენრი __

 

***

ვიღაცამ მიაქცია ყურადღება მგზავრს, რომელიც შევიდა ვაგზლის ბნელ სატელეფონო ჯიხურში დასარეკად. სატელეფონო წიგნი ჯაჭვით იყო დამაგრებული და სიბნელეში შეუძლებელი შეიქმნა საჭირო ნომრის მოძებნა. მგზავრმა სთხოვა გამვლელს დახმარება. იმან უპასუხა: 

"დახურეთ კარები და აინთება სინათლე!"

სწორედ ასეა მლოცველი ღვთის შვილის ცხოვრებაშიც. იგი უნდა შევიდეს ოთახში და მოიხუროს კარი. მაშინ მიეცემა ძალა და სინათლე მის ლოცვას და იქნება გასაგები ღვთის ნება. დაკეტილი კარი გამოჰყოფს ღვთის შვილს ქვეყნიერებისგან და შესაძლებელს გახდის სრულ ურთიერთობას ღმერთთან.

__ იაკობ ლევენი __

 

***

თორმეტი წლის ყმაწვილი მიბარებული იქნა სასწავლებელში. სახლში მას დედა ასწავლიდა მოეყარა მუხლი საწოლთან ყოველ საღამოს და ელოცა. იგი ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში ორმოც სხვა მოწაფესთან ერთად. მათ შორის ბევრი იყო თავზე ხელაღებული ბავშვი, მაგრამ ყმაწვილი როდი იყო მშიშარა: მათ ხმაურში მშვიდად იყრიდა მუხლს თავის საწოლთან და ლოცულობდა.

“შეხედეთ ამ ფარისეველს!” იყვირა ერთ-ერთმა ცელქმა ბიჭმა და ესროლა ბალიში. დანარჩენებმაც მიბაძეს მის მაგალითს: ორმოცი ბალიში გაფრინდა თამამი ქრისტიანისკენ. . . მან მაინც დაასრულა თავისი ლოცვა. არაფერი არ უთქვამს ისე ჩაწვა ლოგინში. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღეს. ბოლოს იმ ყმაწვილებმა, რომელთაც სახლში ასწავლიდნენ ლოცვას, მოიკრიბეს ვაჟკაცობა და ერთმანეთის მიყოლებით მიბაძეს ამ ბიჭს. თითქმის ერთ თვეში ეს საერთო საცხოვრებელი ძილის წინ რეგულარულად ემსგავსებოდა სამლოცველოს!

აი სადაა საიდუმლო იმისა, რომ ეს მტკიცე ყმაწვილი შემდგომში იქცა დიდ ადამიანად.

__ იაკობ ლევენი __

 

***

ლოცვის წინ ბავშვი ატირდება, ხან დარეკავენ, შეგიშლიან ხელს, მაგრამ მაინც განაგრძეთ.

. . .

 

***

ფუნდუკი ზღვის პირზე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ. უჟმური და გულგოროზი, მზარავი და გამგმირავი ქათინაურები. ბინდბუნდის სასოწარკვეთილება და სიმდაბლის ბჭენი. იდაყვებით შეკრული რკალი ტლუ კლიენტის ირგვლივ, რომელიც კუჭმა შემოაგდო ამ დარბაზში. რუმბებზე სხედან, ბოთლსა და კათხა ლუდს უმარჯვებენ ბანჯგვლიანი ტორებითა და როყიო ხმით. არ უნდა ეზიაროს მათ უბადრუკ თავაზს, აკლდამასავით ცივია და პირქუში თავი უნდა დურთოს ამ გნიასიდან, როგორმე მიაღწიოა თავის სენაკს და გულმხურვალე ლოცვით მოიოხოს გული უფლის მორჩილმა.

__ მ.ბ. __