3.33.4. Духовные дары без любвы...

совершенны ли вы, раз для вас языки умолкли? Писание одназначно говорит, что

они умолкнут только тогда, когда настанет совершенное.

Значит, вы совершенны, раз для вас языки умолкли, но тогда и знание для вас упразднилось... Видимо, действительно упразднилось....

А совершенство - пребывание в любви и готовность умереть за грешника, как то сделал Господь...

Вы сами признались, что неспособны на смерть, значит, не совершенны в любви,

почему же языки для вас умолкли???

Вывод один: алогичность и духовная глухота!

3.33.4. სულიერი ნიჭები უსიყვარულოდ...

1კორ.13,1-13

.

ვარაუდობენ, რომ „სიყვარულის ეს ჰიმნი“ (1კორინთელთა წიგნის მე-13 თავი), პავლემ რაღაც მიზეზით დაწერა უფრო ადრე (რა თქმა უნდა, სულიწმიდით) და ამ წიგნში შეიტანა მისი აქტუალობის გამო მოცემული კონტექსტისთვის. შესაძლებელია ეს ასეც იყოს - ის კი აშკარაა, რომ ამ მუხლების ფორმისა და შინაარსის ჰარმონიით პავლეს ეპისტოლარული ხელოვნება ასულია უმაღლეს ხარისხში. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კორინთელები თავიანთი პრობლემებით მოსვენებას არასოდეს აძლევდნენ პავლეს და ეს თემაც სხვა მრავალთა შორის სწორედ მათ წამოაჭრევინეს მოციქულს.

.

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

.

პირველ მუხლშივე გამოყენებული ჰიპერბოლა უფრო ფიგურალურად უნდა გავიგოთ, როგორც მჭევრმეტყველების ნიმუში. რომ არა ის, ადვილი შესაძლებელი იქნებოდა მისი გადასვლა მეხსიერებიდან.

.

2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

.

მეორე მუხლში პავლე აქ მოყვანილ ნიჭებს სულაც არ ამცირებს, იგი მხოლოდ განსაკუთრებულად უსვამს ხაზს სიყვარულს და აიძულებს მეხსიერებას, რათა ის ჩაიბეჭდოს.

.

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

.

მესამე მუხლი - თვითმსხვერპლშეწირვაც კი შეიძლება იყოს ეგოცენტრიზმისგან ნაკარნახევი (შეადარეთ მათ.6,2), და (შეადარე დან.3,17.18) უკიდურესი თავგანწირვაც კი აღმოჩნდეს უსარგებლო უსიყვარულობის გამო.

.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

.

მეოთხე მუხლიდან მოციქული პირველი პირიდან გადადის მესამე პირში და ლაპარაკობს უკვე არა საკუთარ თავზე, არამედ სიყვარულზე. ზოგი თვლის, რომ 4-6 მუხლებში ლაპარაკია სულის ნაყოფებზე(გალ5,22.23); ხოლო სხვები ხედავენ მათში ქრისტეს დახასიათებას. ერთიცა და მეორე წარმოდგენაც სიმართლესთან ახლოსაა, და მათზე დაყრდნობით შესაძლებელი იყო კორინთელთა მრავალი პრობლემის გადაწყვეტა. სიყვარულის 14 თვისებაა მოყვამილი (ნახევარი მათგან გამოხატულია ნეგატიური, ხოლო ნახევარი დადებითი ფორმით).

სულგრძელობაა ის თვისება, ბოროტზე ბოროტს რომ არ მიგვაგებინებს და არ გვეყოლებიან განაწყენებულები. კორინთოს ეკლესიაში ხომ საკმაოდ იყვნენ ნაწყენები ერთმანეთზე (მაგ. მომჩივრები 1კორ.6:7-8 და ასევე ხდებოდა უპოვართა შერცხვენა სიყვარულის სერობებზე 11:21-22). სიყვარულით რომ უპასუხო მწყენინებელს საჭიროა გამოავლინო სულგრძელობა და კეთილმოწყალება. შური და ქედმაღლობა (ზვაობა), ერთი პრობლემის ორი პოლუსია (განხეთქილებაზე 1:10; 3:3,21; ასევე ნიჭების შესახებ ქრისტეს სხეულში 12:14-25). განსაკუთრებულად საამაყო არაფერი ჰქონდათ კორინთელებს, მაგრამ ნუ იტყვით და ამაყობდნენ, თანაც მომეტებულად. "ქედმაღლობა" (ფიზიო) და სხვა მისი სინონიმები (თავგასვლა, ამპარტავნობა) ახალ აღთქმაში გვხვდება 7-ჯერ, მათგან 6 - ამ წიგნში (4:6.18.19; 5:2; 8:1).

.

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

.

მეხუთე მუხლში პავლე წერს 4 თვისებაზე, რომლებიც არ ახასიათებს სიყვარულს: უკეთურობა კორინთოს ეკლესიაში ვლინდებოდა იმაში თუ როგორ იცმევდნენ და იქცეოდნენ ქალები ღვთისმსახურებაზე (11:13-16), უწესრიგობაში ზიარების ჩატარებისას (11:17-22) ღვთისმსახრების საერთო ხასიათში (14:26-33). "საკუთარის ძიებაზე" წერია (8:9; 10:23-24). ადამიანები, რომლებიც თავს ვერ იკავებენ რისხვისგან, თავიანთ უფლებებს ვერ დაიცავენ სასამართლოში (6:1-11). სიყვარულს არ შეუძლია ბოროტი ჩაიფიქროს მოყვასის მიმართ, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ ბევრი რამ მეტყველებდა კორინთოს ეკლესიაში (მაგ. 6:8; 7:5; 8:11).

.

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

.

მეექვსე მუხლში "უსამართლობა" - მაგ. სისხლის აღრევა - 5:1.2.8

.

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

.

მეშვიდე მუხლში "ყველაფერს იტანს" რუსულშია "все покрывает" სიყვარული იფარავს რამისგან (მაგ. ძმის ცდუნებისგან 8:13), ყველაფერი სწამს (შეადარე 15:11), ყველაფრის იმედი აქვს (შეადარე 9:10,23), ყველაფეერს ითმენს (ანუ ავი ჟამისას იჩენს სიმტკიცეს - 9:19-22).

.

8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

.

მერვე მუხლში პავლე ავითარებს რა აზრს სიყვარულის წარუვალობასა (მუხლები 1-3) და მის სრულყოფილ თვისებებზე (მუხლები 4-7), დასძენს, რომ სიყვარული არსებობს საუკუნოდ, მარადიულია (მუხლები 8-13), რაც არ შეიძლება, რომ ითქვას სულიერ ნიჭებზე.

.

9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი ვწინასწარვმეტყველებთ.

10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.

.

მეცხრე და მეათე მუხლები - რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში "როდესაც მოიწევა სრულქმნილება", იწვევს ბევრ კამათს. ერთნი თვლიან, რომ თქვა იმ დროზე, როცა გასრულდება ახალი აღთქმის დაწერა. მაგრამ მე-12 მუხლი ამ თვალსაზრისს ნაკლებ სარწმუნოს ხდის. ზოგის აზრით "სრულქმნილება" არ იქნება, ვიდრე არ შეიქმნება ახალი ცა და მიწა. მესამენი სრულქმნილებაში იაზრებენ ეკლესიის მდგომარეობას ქრისტეს მეორედ მოსვლისას, როდესაც ღვთის პროგრამა მასთან მიმართებაში დასრულდება. ბევრში სწორედ ეს თვალსაზრისი იწვევს სანდოობას, მით უმეტეს შემდგომი მუხლების ფონზე, რომლებშიც პავლე განიხილავს საკითხებს სულიერი ზრდისა და მდგომარეობის შესახებ.

.

11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.

.

მეთერთმეტე მუხლი - ადამიანის ზრდისა და განვითარების შედარებას პავლე მიმართავს სხვა ადგილასაც, სადაც ასევე საუბრობს სულიერ ნიჭებზე - ეფ.4:11-16. იგივე ბერძნული სიტყვა ტელეიონ ("სრულყოფილი, სრულქმნილი") გამოყენებულია 1კორ.13:10 და ეფ. 4:13, სადაც ქართულ და რუსულ ტექსტებში გვაქვს "სრულყოფილ კაცად"). ეფესელების მიმართ წერილში სიტყვა "სრულქმნილება" განსაზღვრულია როგორც "ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას" მიღწევა. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ვერ მიიღწევა ქრისტეს მოსვლამდე.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგივე იგულისხმება მოცემულ ადგილზე 1კორინთელთა მიმართ წერილში. პავლეს აქ ისევ გადააქვს საუბარი საკუთარ თავზე (როგორც 1-3 მუხლებში). იყენებს სამჯერად: "ვიტყოდი… ვფიქრობდი... ვმსჯელობდი", რითაც ეხმიანება მე-8 მუხლს. თუმცა კონტექსტში სულაც არ იგულისხმება, რომ პირადად პავლემ ანდა მთლიანმა ეკლესიამ მიღწია სრულქმნილებას (შეადარე ფლპ.3:12). რომელთა მიხედვითაც, უნდა ითქვას ისიც, რომ არ არის მოხსნილი პერსპექტივა ამა თუ იმ ნიჭის თანდათანობით შეჩერებისა ეკლესიის სრულყოფისდა კვალად.

.

12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.

.

მეთორმეტე მუხლში პავლე ეხმიანება მე-10 მუხლს, "სრულქმნილებას" და "არასრულქმნილებას" შორის კონტრასტს ადარებს სარკის ბუნდოვანებასა და პირადად ხილვას შორის სხვაობას. ასეთივე კონტრასტიაო ამბობს იგი არასრულყოფილ დროსა და იმ დროს შორის, რაც ელის ეკლესიას წინ, ახლა არ ჩანს და მერე გამოჩნდებაო. მაშინ პავლე იხილავს (შეიცნობს) ღმერთს (შეადარე 1ინ.3:2), როგორც რომ ღმერთი ახლა ხედავს (იცნობს) პავლეს. მაშინ არასრულ ცოდნას შეცვლის (შეადარე 1კორ.8:1-3) ღმერთის სრულყოფილი შეცნობა.

.

13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.

.

მეცამეტე მუხლში მოციქული პავლე ასრულებს სიყვარულის აღწერას ტრიადით, რომელშიც რთავს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ბევრი კამათია იმაზე, სურდა თუ არა მოციქულს ამით იმის თქმა, რომ რწმენაცა და იმედიც ისეთივე მარადიულია, როგორც სიყვარული. ახსნა მოცემულია მე-7 მუხლში. რწმენა, როგორც იმედი (შეადარე გალ.5:5-6), - საუკუნოა სიყვარულის გამოვლინებასთან ერთად. და ყველა, ვინც "მიაღწია" სიყვარულს (1კორ.14:1), იძენს "უკეთეს გზას" (12:31), იმიტომ რომ სიყვარულის მქონეს აქვს ნიშანი საუკუნოდ. ისე რომ, სულიერი ნიჭები ოდესღაც გადავლენ, სიყვარული კი საუკუნოდ იქნება.

.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1კორინთელთა მე-13 თავი მოგვიწოდებს ვესწრაფოთ სულიერ ნიჭებს სიყვარულით! და ამ დასკვნასაც მოციქული პავლე იძლევა ამ თავის დასრულებისთანავე მე-14 თავის პირველივე მუხლში:

"მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ!"