3.46.29 Борение

3.46.29 ძლიერი შინაგანი ბრძოლა

პირდაპირი აზრით:

- ქრისტე გეთსიმანიის ბაღში ლუკ.22,44

- ქრისტეს ჯვარცმა მარ.15,34-37

- პავლეს ტანჯვა 2კორ.1,8.9

-

გადათანითი მნიშვნელობით:

- სულიერი სრულყოფილება 1კორ.9,25

- სულიერი მისწრაფება კოლ.1,29

- გაძლიერებული ლოცვა კოლ.4,12

- რწმენითი გმირობა 1ტიმ.6,12

-

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 15

34. მეცხრე საათზე კი დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”

35. იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს და თქვეს: "აჰა, ელიას უხმობს”.

36. ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გააჯერა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა, თან ამბობდა: "აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად”.

37. ხოლო იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.

ლუკა 22

44. ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

1კორინთელთა 9

25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.

2კორინთელთა 1

8. რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადაგვხდა, რომ ჩვენს შეძლებაზე მეტად დაგვიმძიმდა, ისე, რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.

9. მაგრამ ჩვენშივე გვქონდა სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს,

კოლასელთა 1

29. ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

კოლასელთა 4

12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.

1ტიმოთე 6

12. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.