4.4.3. Места собрания христиан

- Где двое или трое соберутся... церковь Матф.18,20,, 1Кор.3,16.17

- Гостинная, комната, обитель, покой, трапезная Лук.22,11

- Верхная комната, горница Деян.1,13; 9,37

- В частных домах Деян.2,46,, 5,42,, 18,7 Рим.16,5,, 1Кор.16,19 Кол.4,15 Фил.2 

- В храме Деян.2,46; 3,1; 5,42

- В синагоге Деян.18,4.26,, 19,8 

- В школе Деян.19,9 

- Возле рекы Деян.16,13 

- На площади Деян.17,17 

- церковь есть нечто отличное от

жилого дома 1Кор.11,18.20-22.33.34; 14,34.35

- освешение светильниками Деян.20,8

- окнами Деян.20,9

- на третем этаже Деян.20,9

- Лаодикийский собор не дозволяет совершать евхаристю домах (58)

- Тулльский собор запрешает крестить в молитвеннице, внутри дома (59)

- В Римской империи при гонении христиане собирались на кладбищах и в катакомбах. По законам империи эти места были неприкасаемими.

4.4.3. ქრისტიანთა შეკრების ადგილები

- სადაც ორი თუ სამი შეიკრიბება ქრისტეს სახელით... ეკლესიაა მათ.18,20,, 1კორ.3,16.17

- დარბაზი, სავანე, სასტუმრო ოთახი ლუკ.22,11

- ზედა თვალი, ზედა სართული, ოთახი, ქორედი საქ.1,13; 9,37

- კერძო სახლებში საქ.2,46,, 5,42,, 18,7 რომ.16,5,, 1კორ.16,19 კოლ.4,15 ფილიმ.2 

- ტაძარში საქ.2,46; 3,1; 5,42

- სინაგოგაში საქ.18,4.26,, 19,8 

- სკოლაში საქ.19,9

- მდინარესთან საქ.16,13

- მოედანზე საქ.17,17

- ეკლესია არის რაღაც სრულიად განსხვავებული სახლისგან 1კორ.11,18.20-22.33.34; 14,34.35

- განათება სანთლებით საქ.20,8

- აქვს ფანჯრები საქ.20,9

- მესამე სართულზე საქ.20,9

- ლაოდიკიის კრება ნებას არ რთავდა ზიარება ჩატარებულიყო სახლებში (58 კანონი)

- ტრულის კრებამ აკრძალა მონათვლა სამლოცველოში, შენობის შიგნით (59კანონი)

- ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიაში მორწმუნეები სასაფლაოებზე და კატაკომბებში იკრიბებოდნენ, რადგან რომის კანონით ეს ადგილები ხელუხლებელი იყო.

ბიბლიის მუხლები

 

მათე 18

20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.

ლუკა 22

11. და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, სად არის დარბაზი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?

საქმე 1

13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,

საქმე 2

46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,

საქმე 5

42. ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს. 

საქმე 9

37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.

საქმე 16

13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.

საქმე 17

17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.

საქმე 18

4. ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.

7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.

26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.

საქმე 19

8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

9. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.

საქმე 20

8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო.

9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.

რომაელთა 16

5. მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ.

1კორინთელთა 3

16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

1კორინთელთა 11

18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.

20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით.

21. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი.

22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ.

34. ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.

1კორინთელთა 14

34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

1კორინთელთა 16

19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.

კოლასელთა 4

15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია.

ფილიმონი 1

2. აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას: