1.9.71 Хеттура

1.9.71 კეტურა

(სურნელი)

.

- აბრაამის მეორე ცოლი დაბ.25,1

- იწოდა ხარჭად დაბ.25,6; 1ნეშ.1.32

.

- მისი ძენი დაბ.25,2

- დასაჩუქრდნენ და გაშვებულ იქნენ დაბ.25,6

- მის ძეთა სახელები, როგორც გეოგრაფიული სახელწოდებანი დაბ.37,28 გამ.2,15 იერ.25,25

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25

1. კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.

2. და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.

6. ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.

დაბადება 37

28. ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.

გამოსვლა 2

15. ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.

1ნეშტთა 1

32. შვა ძენი კეტურამ, აბრაჰამის ხარჭამ: ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი.

იერემია 25

25. ზიმრის, ყელამისა და მადაის ყველა მეფეს;

__თემაზე წერდნენ__

***

სარას სიკვდილის შემდეგ აბრაამმა ხარჭა იმ მიზნით აიყვანა, რომ დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ მის მრავალრიცხოვან ძეებს საკუთარი კეთილზნეობით ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება გაევრცელებინათ და მისთვის პატივი მიეგოთ.

__ წმ. ეფრემ ასური __

დაბ.25,1.2 პატრიარქი, სარას დაკრძალვის შემდეგ დააქორწინა რა ისააკი, იქცა მარტოხელად. მას ესაჭიროებოდა მოვლა, ხოლო ოჯახს - დიასახლისი, არ იყო კარგი მისი მარტო დარჩენა. ამიტომ შეირთო კეტურა, რომელიც, როგორც ჩანს, იყო მისი მთავარი მოსამსახურე, ან მის სახლში დაბადებული ან ფულით ნაყიდი. ქორწინება ხანდაზმულ ასაკში არ იკრძალება. მისგან პატრიარქს ეყოლა 6 ძე, რომლებშიც ნაწილობრივ აღსრულდა აღთქმა მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლობის შესახებ, როგორც ჩანს ამაზე ის ფიქრობდა კიდეც, როდესაც ქორწინდებოდა. ძალა, რომელიც მიიღო აბრაამმა ამ აღთქმით, მასში ნარჩუნდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღთქმის ძალა აღემატება ბუნების ძალას.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.25,1 კეტურა იყო აბრაამის ხარჭა (ხასა), ამიტომ ბიბლია მისი შვილების, როგორც აბრაამის შთამომავლობის შესახებ, არ საუბრობს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

დაბ.25,2 კეტურას შთამომავალთა სახელები გვხვდება როგორც გეოგრაფიული სახელწოდებები არაბეთის უდაბნოში მდ. იორდანეს აღმოსავლეთით.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარები __

----------------------

სურათზე: ჰერმან ფეხენბახი - აბრაამი და კეტურა