1.6.28 Стресс

Вт.31,8 Пс.33,17; 41,6 Ис.26,3; 40,31; 41,10 Матф.11,28 Ин.16,33; 1Пет.4,12.13; 5,7 Рим.8,6.28; 12,2; 2Кор.1,8-10; 7,10 Флп.4,4.6-8

1.6.28 სტრესის დაძლევისთვის

(სტრესს იწვევს განსაცდელი, გასაჭირი, ტვირთის სიმძიმე, გადაუჭრელი პრობლემები, ხანგრძლივი დეპრესია)

-

მისგან გასანთავისუფლებლად:

- შევუდგეთ ქრისტეს მათ.11,28

- გავშორდეთ ამქვეყნიურზე წუხილს, ვიქონიოთ წუხილი ღვთის გულისთვის, ანუ მოვინანიოთ 2კორ.7,10

- მივენდოთ და იმედი გვქონდეს ღმერთის რჯ.31,8 ფს.33,17; 41,6 ეს.26,3; 40,31; 41,10; 1პეტ.5,7; 2კორ.1,8-10

- გვქონდეს სულიერი და არა ხორციელი ფიქრები რომ.8,6 ფლპ.4,6-8

- ნუ დავივიწყებთ, რომ ღვთის მოყვარეთ ყოველივე სასიკეთიდ შეეწევათ რომ.8,28

- ნუ ვიმსჯელებთ ქვეყნიურად, განვახლდეთ გონებით, როგორც შეფერის ქრისტიანს რომ.12,2

- გვქონდეს სიმშვიდე და ვიხაროთ ქრისტეში იოან.16,33; 1პეტ.4,12.13 ფლპ.4,4

-

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 31

8. და თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.”

ფსალმუნი 33

17. მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.

ფსალმუნი 41

6. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.

ესაია 26

3. სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი.

ესაია 40

31. ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.

ესაია 41

10. ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

მათე 11

28. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

იოანე 16

33. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.“

1პეტრე 4

12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.

13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.

1პეტრე 5

7. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

რომაელთა 8

6. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.

28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

რომაელთა 12

2. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

2კორინთელთა 1

8. ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.

9. მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;

10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;

2კორინთელთა 7

10. ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.

ფილიპელთა 4

4. მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!

6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.

7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.

8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.