4.20.12 Побеждай зло добром

***

Побеждай гнев при помощи спокойствия, побеждай зло при помощи добра. Побеждай бедность при помощи щедрости, побеждай ложь при помощи истины.

Будда

***

Добром нужно отвечать на добро, а на зло нужно отвечать справедливостью.

Конфуций

***

Не отвечайте злом на зло, иначе злу не будет конца. В ответ на обиду поцелуй врага своего, и ему станет намного больнее.

Будда

***

Если вы хотите расправиться со злом, тогда помните: зло не боится зла, оно от него растет. Зло не выносит любви. Вот ваше оружие.

Неизвестный автор

4.20.12 ბოროტს სიკეთით გადაუხადე

გამ.23,4.5 ლევ.19,18 იგავ.14,19; 25,21.22 მათ.5,44 ლუკ.6,35 საქ.7,60; 1პეტ.2,15; 3,9 რომ.12,20.21; 1თეს.5,15

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23,4.5

თუ შეეყარო შენი მტრის ხარს ან სახედარს, გზააბნეულს, დაბრუნებით დაუბრუნე მას. თუ დაინახო შენი მოძულის სახედარი დავრდომილი თავის ტვირთქვეშ, ნუ მიატოვებ მას; ტვირთი ჩამოხსენი მასთან ერთად.

ლევიანნი 19

18. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდენ შენი თვისტომის მიმართ, გიყვარდეს შენი ახლობელი.

იგავნი 14

19. ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.

იგავნი 25

21. თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,

22. ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.

მათე 5

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

ლუკა 6

35. თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.

საქმეები 7

60. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა.

1პეტრე 2

15. რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.

1პეტრე 3

9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

რომაელთა 12

20. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

21. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.

1თესალონიკელთა 5

15. თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.

__თემაზე წერდნენ__

***

სიძულვილის აღმოფხვრა არ შეიძლება სიძულივითვე. მას სიყვარული სჭირდება.

__ ბუდა __

***

სიკეთე მიაგე მოძულეს შენსას.

__ ლაო-ძი __

***

უმჯობესი შურისგება ის არის, რომ არ ემსგავსო და არ მიბაძო მას, ვინც გაგამწარა.

__ ავრელიუსი __

***

გაქცეულ მტერს ღირს, რომ ოქროს ხიდი გაუდო.

__ სციპიონი __

***

სულგრძელობა ის არის, ავსა სიკეთით ვსძლიოთო.

__ ქართული ანდაზა __

***

განა შეიძლება ბოროტების ამოძირკვა ბოროტებითვე? ეს ხომ ბოროტის გამრავლებას ნიშნავს.

__ ბლეზ პასკალი __

***

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,

ერიდე სისხლით ზღვევასა:

სულგრძელობითა ძლევა სჯობს

ვაჟკაცობითა ძლევასა.

__ ი. ჭავჭავაძე __

***

ცრუპენტელას თუ შეხვდი სცადე სიწრფელით აუჩვილო მას გული. ბოროტ ადამიანს თუ შეხვდი, სიკეთით სცადე მისი გულის მოგება. წიწარაქს თუ შეხვდი, უანგარობით სცადე მისი გამოსწორება.

__ ხუან ძიჩენი __

***

ხომალდების დანახვაზე ახალზელანდიელებს შიშის ზარი დაეცათ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ინგლისელები შურს იძიებდნენ თავიანთი შეჭმული თანამემამულეებისთვის . . . კუკს სხვა გეგმა ჰქონდა. “რას მივაღწევ იმით, - ფიქრობდა იგი, - თუკი რამდენიმე კაცს დავხვრეტ და დავუმტკიცებ, ისრებსა და შუბებთან შედარებით ცეცხლმსროლელი იარაღის უპირატესობას? მე მხოლოდ გავაღვივებ ჩვენდამი მათ სიძულვილს. განა ანგარიშის გასწორების შემდეგ შევძლებთ ვასწავლოთ მათ მეცხვარეობა? არა, ასე ისინი სამუდამოდ კაციჭამიებად დარჩებიან!”

კუკმა მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი ცხვრები ახალზელანდიელთა ბელადებისთვის დაერიგებინა [რათა მათ მოემრავლებინათ] და ამიტომ ყველა ხელქვეითს მაშინვე გამოუცხადა, ყოველგვარ შურისძიებაზე უარს ვამბობო.

[გაიგო იმ ბელადის სახელი, ვინც თავისი თანამოძმეები დახოცა, დაიმეგობრა და ცხვრები აჩუქა.]

__ ჯ. კუკის შესახებ ნ. ჩუკოვსკი __

***

როცა მტრობის საზღაური მისი დამვიწყებელი სიყვარულია, მტრობა განქარდება და მის ადგილზე სიყვარული ჩერდება.

__ მ.ბ. __

***

მტერთან მხოლოდ მტრად წარდგომას ნუ ფიქრობ და ის აღარ გეყოლება.

__ მ.ბ. __