3.43.11 Бескорыстие

3.43.11 უანგარობა

პირადი გამორჩენის სწრაფვის უქონლობა

-

ახასიათებს:

- პატიოსნებს გამ.18,21

- ღვთისმოშიშებს 2ნეშ.19,7

- გულმოწყალეთ და შემბრალებელთ ლუკ.10,33-35

- წმიდებს ეფ.5,3

-

ავლენდა ქრისტე:

- განსაცდელში მათ.26,39.42

- მსახურებაში იოან.6,38

- სიკვდილში ფლპ.2,5-8

-

უანგარობას უწყობს ხელს:

- მზრუნველობა 1კორ.10,23-33

- სიყვარული 1კორ.13,4.5

- ქრისტეს მაგალითი ფლპ.2,3-8

- ქრისტიანული მსახურება ფლპ.2,25-30

-

უანგარობას ავლენდნენ:

- აბრაამი დაბ.13,7-12

- მოსე რიცხ.14,12-20

- გედეონი მსაჯ.8,22.23

- იონათანი 1მფ.18,4

- დავითი 1ნეშ.21,17

- ნეემია ნეემ.5,14-19

- დანიელი დან.5,17

- ქრისტიანები საქ.4,34.35; 2კორ.6,6

- პავლე 1კორ.9,19-23; 2კორ.12,17; 1თეს.2,5

- ონისიფორე 2ტიმ.1,16-18

-

უანგარობის შედეგები:

- დღეგრძელია იგავ.28,16

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

7. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.

8. უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.

9. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.

10. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.

11. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.

12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.

გამოსვლა 18

21. გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.

რივხვნი 14

12. გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს.

13. უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდანაც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი,

14. და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში.

15. თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალხები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:

16. ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყნად და უდაბნოში დაკლა.

17. აწ, იდიდოს უფლის ძალმა, როგორც ნათქვამი გაქვს.

18. სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.

19. შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.

20. თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ.

მსაჯულნი 8

22. უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან.

23. გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე!

1მეფეთა 18

4. გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.

1ნეშტთა 21

17 უთხრა დავითმა ღმერთს: ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდაც შენს ერზე ნუ იქნება მისდა დასაღუპად.

2ნეშტთა 19

7. უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.

ნეემია 5

14. იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.

15. წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.

16. ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ.

17. ჩემს სუფრასთან ასორმოცდაათი კაცი მყავდა: იუდაელები, თავკაცები და ჩვენს გარშემო მცხოვრები ხალხიდან მოსულნი.

18. აი, რა მზადდებოდა ერთი დღისთვის: ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს მიმზადებდნენ. ათი დღის მანძილზე ბევრი ნაირგვარი ღვინო იხარჯებოდა. ამასთან ერთად ოლქის განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო.

19. ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.

იგავნი 28

16. უგუნური მთავრის ხელში ბევრი სიდუხჭირეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.

დანიელი 5

17. მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ.

მათე 26

39. ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.

ლუკა 10

33. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;

34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.

35. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.

იოანე 6

38. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა.

საქმეები 4

34. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,

35. მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.

1კორინთელთა 9

19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.

20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.

21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.

22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.

23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.

1კორინთელთა 10

23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.

24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.

25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.

26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.

28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?

30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?

31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.

32. ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას.

33. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.

1კორინთელთა 13

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

2კორინთელთა 6

6. სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,

2კორინთელთა 12

17. ან იქნებ ჩემი რომელიმე წარმოგზავნილის მეშვეობით ვეძიებდი თქვენგან სარგებელს?

ეფესელთა 5

3. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.

ფილიპელთა 2

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,

6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.

7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.

8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.

25. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური.

26. რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუხდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.

27. და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა.

28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.

29. მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს.

30. ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.

1თესალონიკელთა 2

5. რადგან არც პირმოთნე სიტყვებით გვილაპარაკია ოდესმე, როგორც იცით, და არც ანგარებით, ღმერთია მოწმე.

2ტიმოთე 1

16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.

17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.

18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.