3.44.12 Вкус

3.44.12 გემო

ზეციურის გემო:

- უფალი ფს.33,9

- ღვთის სიტყვა ფს.118,103

- ნიჭი ებრ.6,4

.

მატერიალურის გემო:

- მანანა გამ.16,31

- თაფლი 1მფ.14,29.43

- ღვინო იოან.2,9

.

სიკვდილის გემო ებრ.2,9

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 16

31. დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.

1მეფეთა 14

29. თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე.

43. უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.

ფსალმუნი 33

9. განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.

ფსალმუნი 118

103. რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.

იოანე 2

9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.

ებრაელთა 2

9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.

ებრაელთა 6

4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,