2.2.82 Власть, авторитет и сила Бога

2.2.82 ღმერთის ძალაუფლება და ავტორიტეტი

ვლინდება:

- სამყაროს მართვაში ფს.65,7

- მეფობაში მარ.14,62 გმცხ.11,17

- ქმნილებაში იერ.51,15

- თავისი ხალხის გამოყვანაში გამ.9,29 ნეემ.1,10

- ქრისტეს შობაში ლუკ.1,35

- ქრისტეს სასწაულებში ლუკ.11,20

- ქრისტეს აღდგომაში 2კორ.13,4

- ქრისტეს განდიდებაში რომ.1,4 ეფ.1,19.20

- მის სიტყვაში რომ.1,16; 1კორ.1,18

- მორწმუნეთა აღდგინებაში 1კორ.6,14

- მისი ძალა ვლინდება მორწმუნეთა უძლურებაში 2კორ.12,9

.

მორწმუნის მისდამი დამოკიდებულება:

- უგალობებს ფს.20,13

- აღიარებს ფს.58,17

- ქადაგებს ფს.144,11

- ძალა ღვთის მეშვეობით დან.2,23 საქ.3,12; 1იოან.4,4; 2კორ.4,7; 6,7; 10,4 ეფ.3,20 კოლ.1,11.29; 2თეს.1,11

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 9

29. შენი ხალხი და სამკვიდროა იგი, რომელიც შენი დიადი ძალითა და შემართული მკლავით გამოიყვანე”.

ნეემია 1

10. ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით!

ფსალმუნი 20

13. ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლევამოსილებას.

ფსალმუნი 58

17. ძალავ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი - ჩემი მწყალობელი.

ფსალმუნი 65

7. უკუნისამდე მეფობს თავისი ძლიერებით, მისი თვალები ერებს აკვირდება, რომ არ აღსდგნენ ურჩნი.

ფსალმუნი 144

11. შენი სამეფოს დიდებასა და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.

იერემია 51

15. მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.

დანიელი 2

23. გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე.

მარკოზი 14

62. იესომ თქვა: „მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

ლუკა 1

35. მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.

ლუკა 11

20. ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!

საქმეები 3

12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე?

1იოანე 4

4. შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

რომაელთა 1

4. სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ – იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,

16. ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.

1კორინთელთა 1

18. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

1კორინთელთა 6

14. ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.

2კორინთელთა 4

7. მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.

2კორინთელთა 6

7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში,

2კორინთელთა 10

4. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;

2კორინთელთა 12

9. და მითხრა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

2კორინთელთა 13

4. რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.

ეფესელთა 1

19. და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,

20. რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;

ეფესელთა 3

20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,

კოლასელთა 1

11. მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

29. ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

2თესალონიკელთა 1

11. ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.

გამოცხადება 11

17. თქვეს: “გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.