1.2.97 Восстание - бунт против властей

Быт.14,[4] Чис.12,1.2; 2цар.15,10-12 Езд.4,19 Иез.17,15 Мар.15,7 Деян.18,12 Гал.5,20

1.2.97 ჯანყი, ამბოხი, აშლილობა ხელისუფლების წინააღმდეგ

- ქედორლაღომერს აუჯანყდნენ მისი მორჩილნი დაბ.14,[4]

- აარონის და მირიამის გამოსვლა მოსეს წინააღმდეგ რიცხ.12,1.2

- აბესალომის აჯანყება დავითის წინააღმდეგ 2მფ.15,10-12

- ისრაელი უჯანყდებოდა დამპყრობლებს ეზრ.4,19

- ისრაელის ჯანყი ბაბილონის მეფის წინააღმდეგ ეზეკ.17,15

- მეამბოხე ავაზაკი ბარაბა მარ.15,7

- თავდასხმა პავლეზე ხელისუფლების თვალწინ საქ.18,12

- აშლილობა, უთანხმოება ეკლესიაში გალ.5,20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

4. თორმეტ წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.

რიცხვნი 12

1. კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.

2. ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.

2მეფეთა 15

10. გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!

11. ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან. ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება.

12. გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.

ეზრა 4

19. მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.

ეზეკიელი 17

15. ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მიეცათ მისთვის. განა მიაღწევს წარმატებას? განა გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?

მარკოზი 15

7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას.

საქმეები 18

12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.

გალატელთა 5

20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,