2.2.87 Всевышный

ύψιστος (G5310) superl. высший, высочайший. Термин "Всевышний" использовался в раннем иудаизме для обозначения Яхве

От Луки 1 глава — Библия — Лингвистический комментарий

2.2.87 უზენაესი

ღმერთის ერთერთი სახელი ύψιστος (ბერძ.)

.

დაბ.14,18-20.22 რიცხ.24,16 რჯ.22,8; 2მფ.22,14 იობ.31,28 ფს.7,17; 9,2; 17,13; 20,7; 45,4; 46,2; 49,14; 55,2; 56,2; 72,11; 76,10; 77,17.35.56; 81,6; 82,18; 86,5; 90,1.9; 91,1; 96,9; 106,11 ეს.14,14 გოდ.3,35.38 დან.3,26; 4,2.1724.25.32.34; 5,18.21; 7,18.22.25.27 ოს.7,16; 11,7 მარ.5,7 ლუკ.1,32.35.76; 6,35; 8,28 საქ.7,48; 16,17 ფლპ.3,14 ებრ.7,1

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

18. და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.

19. აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.

20. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.

22. უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,

რიცხვნი 24

16. ნათქვამი ღმერთის სიტყვათა გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ნება, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:

მეორე რჯული 22

8. როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.

2მეფეთა 22

14. ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.

იობი 31

28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.

ფსალმუნი 7

17. განვადიდებ უფალს მისი სიმართლისამებრ და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.

ფსალმუნი 9

2. ვიმხიარულებ და ვიხარებ შენით, შენს სახელს ვუმღერებ, უზენაესო,

ფსალმუნი 17

13. ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.

ფსალმუნი 20

7. ვინაიდან უფალზეა მინდობილი მეფე და არ შეირყევა უზენაესის წყალობით.

ფსალმუნი 45

4. მდინარის ნაკადები ახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას.

ფსალმუნი 46

2. რადგან საშიშია უზენაესი უფალი, დიადი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.

ფსალმუნი 49

14. მადლობის მსხვერპლი შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს შენი აღთქმები.

ფსალმუნი 55

2. მთელ დღეს მთელავდა ჩემი მტერი, რადგან მრავალი მებრძვის ამპარტავნულად, უზენაესო,

ფსალმუნი 56

2. უზენაეს ღმერთს მოვუხმობ, ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს ჩემზე.

ფსალმუნი 72

11. ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს ცოდნა უზენაესს?

ფსალმუნი 76

10. და ვთქვი: აი, ჩემი წუხილი - აღარ გვიდგება უზენაესის მარჯვენა დამცველად.

ფსალმუნი 77

17. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, უდაბნოში აუჯანყდნენ უზენაესს.

35. იხსენებდნენ, რომ ღმერთია მათი სიმაგრე და უზენაესი ღმერთია მათი გამომსყიდველი.

56. კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, არ დაიცვეს მისი მცნებანი.

ფსალმუნი 81

6. მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები; უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.

ფსალმუნი 82

18. რათა შეიცნონ, რომ უფალია შენი სახელი და მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყანაზე

ფსალმუნი 86

5. სიონზე კი იტყვიან: ესა და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და თვით უზენაესი განამტკიცებს მას.

ფსალმუნი 90

1. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

9. ვინაიდან, უფალი გაიხადე თავშესაფრად და შენს სამკვიდროდ აირჩიე უზენაესი,

ფსალმუნი 91

1. კარგია ვმადლობდეთ უფალს და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო!

ფსალმუნი 96

9. რადგან, შენ უფალო, უზენაესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, ფრიად აღზევებული ყველა ღმერთზე.

ფსალმუნი 106

11. რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.

ესაია 14

14. ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”

გოდება იერემიასი 3

35. სამართალს რომ ართმევენ კაცს უზენაესის წინაშე

38. განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?

დანიელი 3

26. მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი ცეცხლით გავარვარებული ღუმლის კარს და თქვა: "შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, უზენაესი ღმერთის მსახურებო! გამოდით და აქ მოდით!” და გამოვიდნენ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლის შუაგულიდან.

დანიელი 4

2. საჭიროდ მივიჩნიე, თქვენც გაუწყოთ ის ნიშნები და სასწაულები, რომლებიც უზენაესმა ღმერთმა მოიმოქმედა ჩემზე.

17. ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.

24. ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:

25. განდევნილ იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან გექნება სამყოფელი, ხარივით ბალახს შეჭამ და ციური ნამით დარწყულდები; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას მისცემს.

32. განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”.

34. იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.

დანიელი 5

18. მეფევ, უზენაესმა ღმერთმა სამეფო, სიდიადე, დიდება და პატივი უბოძა ნაბუქოდონოსორს, მამაშენს;

21. განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.

დანიელი 7

18. მაგრამ უზენაესის წმინდანები მიიღებენ სამეფოს და სამუდამოდ დაიმკვიდრებენ მას, უკუნითი უკუნისამდე”.

22. ვიდრე მოვიდოდა დღეთა უძველესი და უზენაესის წმიდანებს გადასცემდა სამსჯავროს. დადგა დრო და წმიდანები დაეუფლნენ სამეფოს.

25. უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, დადგენილი დროებისა და რჯულის შეცვლას განიზრახავს. მის ხელთ გადაეცემა ისინი, ვიდრე არ გავა დრო, ორი დრო და ნახევარი დრო.

27. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ხალხს, წმიდანებს მიეცემათ, მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება, ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.

ოსია 7

16. მიიქცნენ, მაგრამ არა უზენაესისკენ, მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უკუღმართი ენის გამო და დასაცინად შეიქნებიან ეგვიპტის ქვეყანაში.

ოსია 11

7. მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ხალხი, უზენაესს მიწოდებენ, მაგრამ არავინ მამაღლებს

მარკოზი 5

7. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”

ლუკა 1

32. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.

35. მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი

76. და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,

ლუკა 6

35. თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.

ლუკა 8

28. როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.

საქმეები 7

48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:

საქმეები 16

17. იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.

ფილიპელთა 3

14. ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.

ებრაელთა 7

1. ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი.