1.3.38. Потеряв душу, взамен приобретаяя мира, не будешь иметь никакой пользы

Матф.16,26

какая польза человеку, если он приобретет весь мир, а душе своей повредит? или какой выкуп даст человек за душу свою? (Матф. 16,26).

1.3.38. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავს კი დაღუპავს

ივდ.10,15 მათ.5,29.30; 10,39; 16,[25.26] მარ.8,35-37 ლუკ.9,24.25; 17,33 ინ.12,25 საქ.20,25 გმცხ.12,11

 

ბიბლიის მუხლები

 

ივდითი 10

15. გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში.

 

მათე 5

29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

 

მათე 10

39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.

 

მათე 16

25. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

26. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

 

მარკოზი 8

35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?

37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

 

ლუკა 9

24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.

25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?

 

ლუკა 17

33. რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას.

 

იოანე 12

25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.

 

საქმენი მოციქულთა 20

24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.

 

გამოცხადება 12

11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

თემაზე წერდნენ

 

 გემბანზე იდგა კაცი და ერთობოდა მბრწყინავი საგნით, რომელსაც ააგდებდა ზემოთ და იჭერდა. მგზავრებმა ჰკითხეს: „რა გაქვთ ეს?“

„ეს ძვირფასი ალმასია“ - უპასუხა კაცმა, - „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ნაშრომი და ნაოფლარი“

„თუ ეს ასეა,“ - შენიშნა ერთმა მგზავრმა, - „მაშინ, მე თქვენს ადგილზე, ასე ქარაფშუტულად არ მოვეპყრობოდი მას.“

„ო, რას ბრძანებთ, ასე თამაში მანიჭებს უდიდეს კმაყოფილებას,“ - თქვა კაცმა და ისევ შეისროლა ჰაერში ძვირფასი ქვა.

ამ დროს გემი შეინძრა, რაღაც მოხდა, კაცმა ვერ მოახერხა მისი დაჭერა და ალმასი გადაუვარდა ზღვაში. მთელი მისი ცხოვრების ნაშრომი ერთ წამში სამუდამოდ გაჰქრა.

მკითხველო, შენ ალბათ ამბობ, რომ ასეთი რამ ცხოვრებაში არ ხდება, რომ არცერთი კაცი არ იქნება ასეთი ბრიყვი, მაგრამ არსებობენ ასეთი ადამიანები.

ეს ძვირფასი ქვა შენი სულია, რომელსაც სულელურად ათამაშებ, თუ შენ დაკარგავ სულს, იფიქრე, რომ ყველაფერი დაგიკარგავს. თუ სხვა რაიმეს დაკარგავ, კიდევ შესაძლებელია მისი რაიმეთი შეცვლა, ყოველ შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის, მაგრამ სულის დაკარგვა აუნაზღაურებელია.

იაკობ ლევენი