1.10.7. Обрезание (крайней плоти)

1.10.7. წინადაცვეთა (ჩუჩის ხორცის)

რიტუალი:

- დადგენილია ღმერთის მიერ დაბ.17,10-14; 21,4

- მართლობის ბეჭედი რომ.2,25-29; 4,11

- სრულდებოდა მერვე დღეს ლუკ.1,59

- წინადაცვეთის დროს ბავშვს არქმევდნენ სახელს ლუკ.1,59

- ეძლეოდა პასექის მომზადების უფლება გამ.12,48

- აღთქმაში შესვლის ფორმულა "სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის” გამ.4,25.26

- არ სრულდებოდა უდაბნოში იესნ.5,7

.

მისი საჭიროება:

- დადგენილია ძველი აღთქმის დროს დაბ.17,10-14

- გაუქმებულია ახალი აღთქმის დროს გალ.5,2-4 ეფ.2,11

- არ აქვს მნიშვნელობა გალ.5,6 კოლ.3,11

- თავს ახვევდნენ ცრუმოძღვრები საქ.15,1

- ითვლება ტვირთად საქ.15,10

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17

10. ეს არის აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის, რომელიც თაობიდან თაობამდე უნდა დაიცვათ: წინადაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა.

11. დაიცვითეთ ჩუჩის ხორცი და ეს იყოს ჩემსა და თქვენ შორის დადებული აღთქმის ნიშანი.

12. რვა დღისამ დაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა თაობიდან თაობამდე, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი შთამომავალი.

13. წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა, შენი ფულით ნაყიდმა და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე მარადიულ აღთქმად.

14. წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც მერვე დღეს არ დაიცვეთს ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა”.

დაბადება 21

4. წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.

გამოსვლა 4

25. აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფერხთით დაუგდო მას და თქვა: "სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის”.

26. და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: "სისხლის ნეფე ხარ წინადაცვეთის გამო”.

გამოსვლა 12

48. თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.

იესო ნავეს ძე 5

7. ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.

ლუკა 1

59. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,

საქმეები 15

1. იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო.

10. ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?

რომაელთა 2

25. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა.

26. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?

27. ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს.

28. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.

29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.

რომაელთა 4

11. ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო ბეჭდად რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ:

გალატელთა 5

2. აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.

3. და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.

4. თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.

6. ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.

ეფესელთა 2

11. ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ - ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა -

კოლასელთა 3

11. სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.