1.10.15. Крещение Духом Святым!

Деян.1,5,, 2,1-4,, 11,16

5 ибо Иоанн крестил водою, а вы, через несколько дней после сего, будете крещены Духом Святым. (Деян.1, 5);

При наступлении дня Пятидесятницы все они были единодушно вместе.
2 И внезапно сделался шум с неба, как бы от несущегося сильного ветра, и наполнил весь дом, где они находились.
3 И явились им разделяющиеся языки, как бы огненные, и почили по одному на каждом из них.
4 И исполнились все Духа Святаго, и начали говорить на иных языках, как Дух давал им провещевать.(Деян. 2,1-4);

огда вспомнил я слово Господа, как Он говорил: "Иоанн крестил водою, а вы будете крещены Духом Святым ".(Деян. 11, 16). 

1.10.15. სულიწმიდით ნათლობა

- იწინასწარმეტყველა იოანე ნათლისმცემელმა მათ.3,11 მარ.1,8 ლუკ.3,16

- აღუთქვა მოწაფეებს იესომ ლუკ.24,49 ინ.7,37-39 საქ.1,5.8; 11,16

- აღსრულდა ორმოცდაათობის დღეს საქ.2,4

- მას შემდეგ მთელი ეკლესია ერთი სულით ვინათლებით ერთ სხეულად საქ.8,15-17; 9,17; 10,44-48; 1კორ.12,13

- თუმცა ეფესელთა მსგავსად მრავალნი დღესაც ინათლებიან მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის ნათლისღებით და არც კი უწყიან სულიწმიდით ნათლობის შესახებ. მოსაზრება, რომ სულიწმიდით ნათლობა მხოლოდ პირველ საუკუნეში მოხდა, მცდარია საქ.19,2-7

- სული წმიდით ნათლობა სული წმიდის ნიჭია (საჩუქარია) და მოქმედი ძალაა ჩვენში საქ.2,38 გალ.4,6 ეფ.3,20

- რომელიც გვებოძა მის მორჩილთ. სულიწმიდა ყოველთვის მაშინ გარდამოდის ადამიანზე, როდესაც ადამიანი მადლიერია უფლის და განადიდებს მას საქ.5,32; 10,46

- სულიწმიდით ნათლობა ზოგჯერ წინ უსწრებს წყლით ნათლობას საქ.10,47.48

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 3

11. მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.

 

მარკოზი 1

8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

 

ლუკა 3

16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.

 

ლუკა 24

49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.

 

იოანე 7

37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.

38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.

39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

 

საქმე მოციქულთა 1

5. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.

8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.

 

საქმე მოციქულთა 2

4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.

 

საქმე მოციქულთა 5

32. ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.

 

საქმე მოციქულთა 8

15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.

16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.

17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.

 

საქმე მოციქულთა 9

17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.

18. მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.

 

საქმე მოციქულთა 10

44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,

46 რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:

47 “ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”

48 უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.

 

საქმე მოციქულთა 11

16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.

 

საქმე მოციქულთა 19

2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი.

 

1კორინთელთა 12

13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.

 

გალატელთა 4

6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!

 

ეფესელთა 3

20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -