4.21.33 Свет ваших добрых дел

4.21.33 თქვენს კეთილ საქმეთა ნათელი

მათ.5,[16]; 1პეტ.2,12; 3,16; 2კორ.9,13 გალ.1,24 ეფ.2,10; 5,8 ფლპ.2.14.15; 1ტიმ.5,10 ტიტ.3,8

ბიბლიის მუხლები

მათე 5

16. ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

1პეტრე 2

12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

1პეტრე 3

16. კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.

2კორინთელთა 9

13. რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.

გალატელთა 1

24. და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.

ეფესელთა 2

10. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.

ეფესელთა 5

8. ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,

9. რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;

ფილიპელთა 2

14. ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.

15. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

1ტიმოთე 5

10. თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.

ტიტე 3

8. სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.

__თემაზე წერდნენ__

***

ცას შეუდექი შინამსახურად, - რომ სივრცეები ნათლით შებურო . . .

__ სოლომონ იბნ გებიროლი __

***

თუ გსურთ ვინმე დაარწმუნოთ, რომ ცუდად ცხოვრობს, იცხოვრეთ კარგად. ადამიანს სჯერა ის, რასაც ხედავს.

__ ჰენრი ტორო __

***

გვატემალელი ხუცესი დროებით იქნა მივლინებული კიტის რადიოსადგურში, სადაც ცნობილი გახდა მეტსახელით “ალილუია” მისი მხიარული, სიცოცხლით აღსავსე თვისებების გამო.

“ალილუია” ბიბლიის ერთერთი სასიხარულო სიტყვაა. იგი გამოხატავს ქებასა და თაყვანისცემას და მორწმუნის ბაგეებს ხშირად უნდა სწყდებოდეს. მასში არის სულიერი კურთხევა ღმერთისგან ყველა მათგანისთვის ბოძებული, ვინც ირწმუნა ქრისტე უფალი.

__ იაკობ ლევენი __

***

ერთი ყასაბი ქებით მოიხსენიებდა ახლომდებარე ეკლესიის ახალ მქადაგებელს. ვაჭარს შეეკითხნენ თუ უსმენდა ამ მწყემსს, რაზეც ყასაბმა უპასუხა, რომ არ დასწრებია მის ქადაგებას.

“აბა საიდან იცით, რომ ეს მქადაგებელი კარგია?”

“შევამჩნიე, რომ ამ ეკლესიის მრევლი უკეთესად იქცევა და აკურატულად იხდის თავის ანგარიშებს.”

__ იაკობ ლევენი __

***

ერთი ამერიკელი პროფესორი ჩავიდა იაპონიაში უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგად. მას იქ ჩამოართვეს პირობა, რომ არაფერს ეტყოდა სტუდენტებს ქრისტიანობის შესახებ. სახარებაზე საუბარი ვერ გაბედა, მაგრამ არავის შეეძლო მისთვის აეკრძალა ეცხოვრა ქრისტიანულად. რამდენიმე თვის შემდეგ, 40-მა სტუდენტმა განუცხადა მას, რომ სურვილი აქვთ იყვნენ ქრისტიანები. ზოგმა მათგანმა შემდგომში დაიწყო ქადაგება სახარების თავის ხალხში.

თითოეული ჩვენთაგანი ახდენს ზეგავლენას სხვა ადამიანებზე ავად თუ კარგად. ეს შეიძლება მოხდეს გაუცნობიერებლად, მაგრამ ქმედითად.

__ იაკობ ლევენი __

***

ერთი ინგლისური გემის კაპიტანს ინდოეთის ერთ პორტში მიმართა მალაზიელმა ვაჭარმა, მიეცა მისთვის რამდენიმე ქრისტიანული ბროშურა ინგლისურ ენაზე. “რისთვის გინდათ ბროშურები ინგლისურ ენაზე? თქვენ ხომ არ იცით კითხვა ინგლისურად?”

“ეს მართალია, - უთხრა მალაზიელმა თარჯიმანის მეშვეობით, - მაგრამ ბროშურები მე მჭირდება. თუ ჩემს მაღაზიაში შემოდის ვინმე უცხოელი ვაწყობ ვიტრინაში ბროშურებს და ვაკვირდები. თუ ინტერესით კითხულობს ვიცი, რომ იგი არ მომატყუებს. თუ ყურადღებას არ მიაქცევს, მაშინ არავითარ საქმეს არ ვიქონიებ მასთან. ასეთ კაცზე დანდობა არ შეიძლება.”

__ იაკობ ლევენი __

***

ჩინეთში ერთი მისიონერი გაემართა გარეულ იხვებზე სანადიროდ მდინარის სათავისკენ. ჩამოაგდო რამდენიმე და აღმოჩნდა, რომ ისინი შინაურები იყვნენ. მაშინ მისიონერი დაუყვა მდინარეს და დაუწყო ძებნა მათ პატრონს, რათა გადაეხადა მათი საფასური. პატრონი გაკვირვებული დარჩა, როცა ნახა, რომ ვიღაც კაცი უხდის მათში ფულს. ადრე მას დაუხოცეს იხვები და არავის გადაუხდია საფასური და აი უცებ ხედავს ასეთ პატიოსან კაცს! ჩინელმა შეყარა მეზობლები. ისინი ისე უყურებდნენ მისიონერს, როგორც ზეციდან ჩამოვარდნილს. მან მოუთხრო მათ უფალ იესო ქრისტეს შესახებ და სახარებაზე, რომელიც ქმნის პატიოსან ადამიანებს.

__ იაკობ ლევენი __

***

“შენ ისევე კარგი არა ხარ, როგორც შენი წიგნია, - მისწერა ერთხელ წარმართმა მისიონერ-ქრისტიანს. – შენ რომ ყოფილიყავ ისეთივე კარგი როგორიცაა ბიბლია, მაშინ მთელი ინდოეთი მალე ქრისტიანად მოიქცეოდა.”

ეს იყო რთული გაკვეთილი. მისიონერის ცხოვრება არ ეთანხმებოდა იმას, რასაც ლაპარაკობდა მისი ბაგეები. ეს გვეხება ჩვენც, თუკი ჩვენი ცხოვრება ხაზს უსვამს ღვთის ნებას! როდესაც ადამიანები ისმენენ ქრისტეს ნათელ მოძღვრებას, ისინი იწევენ სინათლისკენ. ისინი მოელიან რომ იხილავენ ამ ნათელს მათ ცხოვრებაში, რომელთაგანაც ესმით მის შესახებ. ხშირად უცრუვდებათ იმედი! ქვეყნიერება დაიღალა მკვდარი ზნეობის სწავლებით. მას აღარ სურს იცნობდეს ქრისტეს, რომელზეც ესაუბრებიან, არამედ სურს იცნობდეს ქრისტეს, რომლის ძალაც ვლინდება მის შესახებ მოსაუბრე ადამიანის ცხოვრებაში.

__ იაკობ ლევენი __

***

ერთი ბრმა იჯდა გზაჯვარედინზე და ხელში ეკავა ანთებული ფანარი. მას ჰკითხეს, რისთვის დაგაქვს ანთებული, ხომ ვერ ხედავო? მან უპასუხა: “იმიტომ რომ ადამიანები არ დამეჯახნენ, რათა ჩემით არ დაბრკოლდნენ, რათა არავის მივცე ცოდვის საბაბი.” ეს ჰქონდა მხედველობაში მოციქულ პავლეს, როცა წერდა თავის წერილებში. რომ ჩვენ “ცოცხალი წერილები” ვართ, რომელნიც ყველასთვის შესამჩნევი ვართ. ჩემთვის ცოტას ნიშნავს რას ახდენს კაცი თავისი ქადაგებით, თუ თავისი ცხოვრებითა და ქცევებით არ გვაუწყებს ქრისტეს. თუ ჩვენი ცხოვრება რეკომენდაცია არაა სახარების ქადაგებისა – ძნელად შეიძენ ადამიანებს ქრისტესთვის!

__ იაკობ ლევენი __

***

ფენელონზე ამბობდნენ, რომ ის სუფთაა ღმერთის წინაშე. მისი სახე ყოველთვის ბრწყინავდა ზეციური სიხარულით. ერთხელ მოგზაურობისას მას მოუწია მთელი დღე ყოფნა ერთ ოთახში ურწმუნო კაცთან ერთად. მეორე დღეს იმ კაცმა სასტუმროდან წასვლისას თქვა, რომ თუ იგი ფენელონთან ერთად კიდევ ერთი დღეც დარჩებოდა, ის იქცეოდა ქრისტიანად.

მწერლის მთელი არსება სუნთქავდა სახარებისეული სიყვარულით. თითოეული სიტყვით თითქოსდა ამბობდა: “მიდი შენც ქრისტესთან და ჰპოვებ ბედნიერებას”. ის იყო მაგნიტი, რომელიც იზიდავდა ადამიანებს ქრისტესთან.

უფალს სურს, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ასეთები. იგი გვაქცევს ასეთებად, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას ვიყოთ მისნი და გვეყვარება მთელი გულით.

__ იაკობ ლევენი __

***

ინგლისელ გენერალ გორდონს ზემო ეგვიპტეში ყოფნისას დასჭირდა მსახური. მისი არჩევანი შეჩერდა ერთ ახალგაზრდა მაჰმადიანზე, რომელიც მოეწონა და შესთავაზა დამდგარიყო მასთან. გენერლის გასაკვირად მაჰმადიანი როდი მოიხიბლა კარგი სამუშაო ადგილით, არამედ უარი მოახსენა. როცა მიზეზი ჰკითხა, მან გასცა ღირსეული პასუხი:

“იმიტომ რომ თქვენ მე მაქცევთ ქრისტიანად.”

გორდონს სჭირდებოდა კარგი მსახური, ამიტომ აღუთქვა რომ არ დაელაპარაკებოდა რელიგიაზე და არ დაინტერესდებოდა მისი შინაგანი ცხოვრებით, მაგრამ ძნელი შეიქმნა მაჰმადიანის გადარწმუნება. როდესაც გორდონი შეუდგა მისგან თანხმობის გამოძალვას, მან განაცხადა, რომ მაინც ეშინია არ იქცეს ქრისტიანად გორდონთან ყოველდღიური შეხების შედეგად, რომლის ცხოვრებაც იყო მშვენიერი ქადაგება მაშინაც კი, როცა გენერალი სიტყვას არ სძრავდა თავის რელიგიაზე.

გორდონის სახით გვყავს მაგალითი ჭეშმარიტი მოქმედი ქრისტიანისა. ეს გენერალი აღიარებდა ქრისტიანობას, რითაც ზეგავლენას ახდენდა სხვებზე. იგი თითქოს ისწავლებოდა ახალ ცხოვრებას იესო ქრისტეში. გორდონს არ სჭირდებოდა ბევრი ლაპარაკი მასზე.

__ იაკობ ლევენი __

***

დუგლასი იდგა გემბანზე და გალობდა საეკლესიო საგალობელს. ტურისტების ჯგუფიდან ერთერთი მიუახლოვდა გალობის დასასრულს და ჰკითხა: “მითხარით, ორი წლის წინ ხომ არ იყავით ომში?” აღმოჩნდა, რომ იყო. მაშინ უცნობმა უთხრა, რომ მან ომში მოისმინა ეს საგალობელი და იქ იგი მისი მტერი იყო. “მე თქვენთან ახლოს ვიყავი, უნდა მომეკალით, მაგრამ ვერ შევძელ და უკან გავხოხდი. დიდხანს მედგა ამ საგალობლის სატყვები ყურში. მალე მოვედი ეკლესიაში, მოვინანიე და უფლის მორწმუნე გავხდი. მიხარია, რომ შეგხვდით თქვენ ისევ!” დუგლასს არცთუ ცხადად ახსოვს ის ღამე. გაიხსენა მხოლოდ ის, რომ ეშინოდა და ამ შიშის დასაძლევად გალობდა, რამაც თურმე კურთხევა მოუტანა მის მშინდელ მოწინააღმდეგეს.

__ იაკობ ლევენი __