3.14.7 Молитва за благополучие нации

3.14.7 ერის კეთილდღეობისთვის ლოცვა

1მფ.7,5; 2ნეშ.30,27 ზირ.36,16 რომ.10,1

ბიბლიის მუხლები

თქვა სამუელმა: “შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.”

1 მფ. 7,5

წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში.

2 ნეშ. 30,27

შეისმინე უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე.

ზირ.36,16

ნდობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღმერთის მიმართ ისრაელისთვის არის, მისდა სახსნელად.

რომ. 10,1

__თემაზე წერდნენ__

***

ჩემს უკან ღმერთმა ქნას, ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქმნას.

__ სულხან-საბა __

***

ცისკენ აღეპყრნა თრთოლითა ხელნი და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი . . .

თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდა და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:

“. . . შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა . . .

ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!

რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,

მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა . . .

ძლიერო ღმერთო შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,

დასაბამითვე არ იციან – რა არს მშვიდობა . . .

თუ რომ შეგცოდეს, - შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.

მოჰმადლე ქართველს ქართლის ნდომა და სიყვარული

და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული! . . ”

__ ილია ჭავჭავაძე __

***

ვაიმე, უღმერთოდ დავილევით! ვაიმე, უღმერთოდ დავობლდებით!

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

მთელი სამყარო უსასრულო ღვთის ტაძარია,

და ქრისტეს რჯული სიყვარულის დედო-ზარია.

ო, დედო-ზარო, გუგუნებდე და გვაფხიზლებდე,

ხმას მიაწვდენდე ახლობელს თუ შორით მისრეთელს.

ერო, ამ ზარით ამაღლდები ვარსკვლავთ ხომლამდე,

ერო, ეს ზარი აგაშორებს ყველა ხურვებას . . .

ო, დედო-ზარო, შენ დამოძღვრე ჩვენი ქალ-ვაჟი,

ეს მიწა-წყალი შენ აკურთხე მეხგადავლილი . . .

ზარო კეთილო, დაჩოქილი მინდა გისმენდე,

რეკდე... გრგვინავდე... გუგუნებდე... და გვაფხიზლებდე . . .

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

უფალო შეგვიწყალე ცოდვილნიც . . .

უცოდველნიც . . .

დიდებიც, პატარებიც . . .

ბევრი ვართ ტახტრევნით და კისრით სატარები.

__ შოთა ნიშნიანიძე __