1.3.22. Чувство времени дано нашему духу

Время ?

Будущего еще нет,

прошлого уже нет,

и длительность настоящего не. определить,

но временем измеряет

и понимает его только душа,

которая помнит прошлое,

живет настоящим

и ожидает будущего.

1.3.22. დროის და სივრცის შეგრძნების უნარი სულს აქვს მინიჭებული

თემაზე წერდნენ

მიმდინარე დროის ხანგრძლივობის განსჯის უნარი ადამიანის სულს აქვს მინიჭებული. მხოლოდ სულში ხორციელდება წარსულის, აწმყოსა და მომავლის აღქმა. წარსულის შესამეცნებლად გვაქვს მეხსიერება, აწმყო იაზრება ჭვრეტის საშუალებით, ხოლო მომავლისთვის არსებობს იმედი და მოლოდინი.

ნეტარი ავგუსტინე

გულმან ჩემი დროც მოისაკლისა, უხმოდ ჩარიგდა ჟამთა კრებული.

 მოშე იბნ ეზრა

***

ჭეშმარიტ სივრცეს თვალი ვერ სწვდება, იგი მხოლოდ სულის ნიჭია. იგი იმავე თვისებისაა, რა თვისებისაც არის ენა, იმიტომ რომ ენა ყველაფერს აკავშირებს ერთმანეთთან.

__ეკზიუპერი__

 

***

სხვა ქვეყნებში მოგზაურობას რომ ვიწყებთ, უსასრულობის საპოვნელად გავრბივართ, მაგრამ უსასრულობას ვერ იპოვი. იგი შენს არსებაში უნდა შექმნა. არავითარ გაქცევას არ ძალუძს სადმე მიგიყვანოს.

__ეკზიუპერი__