3.13.9. Молитва за дом Господня

3.13.9. უფლის სახლისთვის ლოცვა

3მფ.8,28-31; 9,[3]; 2ნეშ.6,40; 7,12; 3მაკ.2,9.10; 3ეზრ.7,38

ბიბლიის მუხლები

მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა . . . თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა . . . ისმინე . . . ვედრება, როცა დადგებიან ლოცვით . . . ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში.

3 მფ. 8,28-31

უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი. მე ვაკურთხე ეს სახლი.

3 მფ. 9,3

2ნეშტთა 6

40. ახლა კი, ჩემო ღმერთო, თვალი გეჭიროს და ყურად იღე ამ ადგილზე აღვლენილი ლოცვა.

2ნეშტთა 7

12. ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.

3მაკაბელთა 2

9. შენ, მეუფეო, რომელმაც შექმენი უნაპირო და უსაზღვრო მიწა, გამოარჩიე ეს ქალაქი და აკურთხე შენი სახელით ეს ადგილი, თუმცა არაფერი გაკლია, და განადიდე იგი შენი დიადი გამოცხადებით, რათა გექცია იგი შენი დიდი და პატიოსანი სახელის სადიდებლად.

10. ისრაელის სახლის მოყვარული გვპირდებოდი, თუ უბედურკბაში და გასაჭირში მყოფნი ამ ადგილზე მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას.

სოლომონმა [ილოცა] მათთვის, ვინც ტაძრის საკურთხებლად მოვიდნენ.

3ეზრ.7,38