3.21.6 Молитва с верой передвигающий горы

3.21.6 ლოცვა მთების დამძრავი რწმენით

მათ.17,19.[20]; 21,19-22

- რწმენით, რომ მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია და რომელიც ვერ ხედავს შეუძლებელს მარ.9,23; 11,20-24 ლუკ.17,5.6

- რწმენით, რომ ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი ლუკ.1,37; 18,27

- რწმენით, რომლითაც სათნონი ვართ ღმერთისთვის ებრ.11,6

- ხოლო ჩვენს რწმენას სიყვარულიც უნდა ახლდეს თან 1კორ.13,2

ბიბლიის მუხლები

მათე 17

19. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: “ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?”

20. ხოლო მან უთხრა: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას - აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

მათე 21

19. გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: “ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე.” და მყისვე გახმა ლეღვი.

20. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: “რა უცბად გახმა ეს ლეღვი!”

21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.

22. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.”

მარკოზი 9

23. იესომ უთხრა მას: “თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.”

მარკოზი 11

20. დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო.

21. და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: “რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.”

22. მიუგო იესომ და უთხრა მათ:

23. “იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.

24. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.

ლუკა 1

37. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.

ლუკა 17

5. უთხრეს უფალს მოციქულებმა: "მოგვიმატე რწმენა”.

6. უთხრა მათ უფალმა: "მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, დაგემორჩილებათ.

ლუკა 18

27. მან კი უთხრა: "ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია”.

1კორინთელთა 13

2. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.

ებრაელთა 11

6. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.

---------------------------

ნ. რერიხის ნახატი