2.3.55 Земля приносит урожай от Христа

2.3.55 ქრისტეს მიერ გამოსცა ქვეყანამ ნაყოფი

ფს.66,[6] მათ.13,8

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 66

6. მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.

ფსალმუნი 66 (მცხეთური ხელნაწერი)

6. ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი, მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო;

მათე 13

8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი.

__თემაზე წერდნენ__

***

ქვეყანა ეწოდა, ვითარცა თქვა დავით: "ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი, მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო!" ჭეშმარიტად ქვეყანისა დამბადებელი იგი ქვეყანად მოვიდა და ქვეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ხორცნი, ვითარცა მშვენიერი ჯეჯლი, აღმოსცენდა ქვეყანით და ნაყოფად გამოიხვნა წმიდანი თვისნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი და დაწყეული იგი ქვეყანაი ნაყოფითა კურთხევისაითა აღავსო.

__ იოვანე საბანის ძე - ჰაბოს წამება __

***

ფს.66,6 აქ არ იგულისხმება მიწიერი ნაყოფის გამოღება, არამედ საუბარია სულიერი ნაყოფის გამოღებაზე - ქვეყანამ გამოსცა სულიერი ნაყოფი, უამრავი ადამიანი გახდა ქრისტიანი. ეს იყო იმ წყალობის შედეგი, რომ უფალი განკაცდა, იმის შედეგი, რომ უფალმა წყალობა მოიღო ადამიანებზე და განაგო ისე, რომ ექადაგებინა ყველა ადამიანისთვის. სწორედ ამით და ამის გამო გამოიღო გამოიღო ნაყოფი ქვეყანამ.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.7 __