3.49.38 Знать Бога, себя и не дать демонам власти над нами

3.49.38 ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და არ ვაუფლოთ ჩვენზე დემონები

__თემაზე წერდნენ__

***

თითოეულმა თქვენთაგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები; ვიცოდეთ ღმერთი – ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს და სხვას არავის, ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ იმას, რომ აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემონების წინაშე, თუკი საღმრთო მადლით არ აღვიჭურვებით. დემონთა გამო კი უნდა ვიცოდეთ, ისინი ფარული მტრები არიან ჩვენი ხსნისა, და რომ ჩვენს წინააღმდეგ ისინი ჩვენივე თავის მეშვეობით იბრძვიან, ჩვენვე გვიყენებენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რაც მეტად უცნაური რამ არის.

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

უზომოდ ნუ გაიკვირვებთ ნურც ზეციურ ანგელოზთა უუნებლობასა და უხილაობას, ნურც დაცემულ ძალთა უკიდურეს მზაკვრობას, მათ დახვეწილ მანქანებას ჩვენს საცდუნებლად, და ნურც იმად გაკადნიერდები, რომ იფიქრო – მათში არის რაღაც ისეთი, რაც ღირსებით თუ ძალით ღვთაებრივს უთანაბრდებაო...

__ წმ. გრიგოლ პალამა __

***

ბოროტებას ის დააღწევს თავსა,

ვინც არ ზარდა ბოროტების თესლი.

__ დჰამაპადა __

***

ადამიანი ამქვეყნად ყველაზე საოცარია:

მასში ღმერთი და ეშმაკი მარად მეზობლად არიან.

__ ანგელუს სილეზიუსი __

***

რწმენის არასწორი აღიარებაა მარცხის აღიარება, წარუმატებლობის და სატანის უპირატესობის. თუ ამბობ, რომ სატანა გაკავებს წარმატებისგან, გამყოფებს მის მონად ან ავადმყოფობაში – აღიარებ ამით, რომ სატანა ძლიერია ღმერთზე, რითაც ინგრევა რწმენა. შეეცადე გაუცნობიერებლად და უნებლიეთ შენი წუწუნით ნუ განადიდებ ეშმაკს. გაიმარჯვე ამით შიშზე და ეჭვზე, რადგან შიშის სული როდი მიგვიღია (2 ტიმ. 1,7). ადიდე ღმერთი და ეშმაკი გაიქცევა შენგან. (იაკ. 4,7).

__ კენეტ ხეიგინი __

***

მისიონერს ინდოეთში მდინარე განგის ნაპირზე შეკრების შემდეგ ჰკითხა ერთმა ბრამინმა: “ბატონო, ხომ სატანა აცდუნებს კაცს და აგდებს ცოდვაში”

“დია,” – უპასუხა მისიონერმა.

“თუ ასეა – ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ეშმაკი ყოფილა და არა კაცი, - თქვა ბრამინმა, - სასჯელსაც იგი უნდა იმსახურებდეს.”

ვიდრე ესენი საუბრობდნენ, მისიონერმა დაინახა, რომ ნაპირიდან გავიდა მდინარეში ნავით რამდენიმე კაცი.

“ხედავთ იმ ნავს?” – ჰკითხა მისიონერმა.

“დიახ.”

“დავუშვათ, რომ მე გავგზავნე ვინმე ჩემი მეგობრებიდან ნავში მსხდომთა დასახოცად და გასაძარცვათ. მითხარით ვინ დაისჯებოდა? მე, მათი გამგზავნი, თუ ის, ამ ბოროტების აღმსრულებელი?”

ბრამინმა უყოყმანოდ უპასუხა: “თქვენ და ისიც.”

“ასევე თქვენც, თუ სცოდავთ ეშმაკთან ერთად, მაშინ ერთადვე დაისჯებით”, - უთხრა მისიონერმა.

__ იაკობ ლევენი __

***

ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და აქვს მომადლებული კეთილი ბუნება. ხასიათდება სამართლიანობით, სიბრძნით და კეთილმოსურნეობით. მაგრამ ამავე დროს ადამიანში ჰგიებს ბოროტი ბუნებაც, რომელიც ებრძვის მის კეთილ ბუნებას. ჩინელი ფილოსოფოს-მეტაფიზიკოსები ამ ბრძოლას ეძახიან ომს გონებასა და გულისთქმას შორის. როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ხალხები, ვისაც ესმოდა ადამიანის ბუნება, მთელი ისტორიის მანძილზე აღიარებდნენ ადამიანში ბოროტი ბუნების არსებობას, რომელსაც ბიბლიაში აქვს თავისი სახელი – ესაა ცოდვა.

იმის გამო, რომ ადამიანში არის ცოდვა, მას არ ძალუძს განახორციელოს თავისი კეთილი ზრახვები.

არავის არ სურს იყოს ღორმუცელა, შურიანი, სისხლმოსურნე, ამპარტავანი, მოძალადე, მატყუარა, უსაქციელო, გულისთქმას აყოლილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი ვერ გაექცევა თავის ბოროტ ბუნებას. წაიკითხეთ შემდეგი მუხლები:

“ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა.” (რომ. 7,18).

“ხოლო თუ იმას გავაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.” (რომ. 7,20).

ეს არია ადამიანის პორტრეტი – ყველანი ცოდვილნი ვართ.

__ ენდრიუ იუ __

***

ეშმაკები ჩაუსხდნენ თავში და ტვინი აურიეს.

__ მიხეილ ჯავახიშვილი __

***

მე კაცი ვარ და ეშმაკიც სხვაზე მეტად მე მეტანება.

__ მიხეილ ჯავახიშვილი __

***

რწმენა გამაღლებს თუ ეჭვი გიპყრობს,

დავრდომილი ხარ თუ ღონე გერჩის,

წუთი არ არი, რომ მარტო იყო,

ღმერთი ან ეშმა არ გედგეს გვერდში.

მაგრამ ორივე უჩინარია და ვერც გაარჩევ რომელი გწინდავს.

ალღო კი მხოლოდ შეუმცდარი აქვს

წინასწარმეტყველს, გმირსა თუ წმინდანს.

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

ჩემში გაელვებული უგვანი ფიქრებით გცნობ შენ, ეშმაკო!

__ შოთა ორველაშვილი __