3.45.2 Виссон

3.45.2 ბისონი (სელი)

გამოიყენებოდა:

- სავანის გადასაფარებელი გამ.26,1

- ფარდა ქერუბიმებით გამ.26,31

- მღვდლის სამოსელი გამ.28,39

- ლევიანი მგალობლების სამოსელი 2ნეშ.5,12

- სამეფო შესამოსელი ესთ.8,15

- ქალის სამოსელი ეზეკ.16,10.13

- მდიდრის სამოსელი ლუკ.16,19

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 26

1. და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის ქსოვილის ათი ნაჭრისაგან. და ოსტატურად უნდა ამოქარგო ქერუბიმები მათზე.

31. გრეხილი ბისონისგან გააკეთე ფარდა ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი; ოსტატის მიერ ამოქარგული ქერუბებით.

გამოსვლა 28

39. მოქსოვე ბისონის კვართი და ოსტატურად მოქარგული სარტყელი გაუკეთე.

2ნეშტთა 5

12. ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს.

ესთერი 8

15. გამოვიდა მორდექაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და მეწამული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.

ეზეკიელი 16

10. მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.

13. ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.

ლუკა 16

19. "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.