1.1.70 Близко во времени или на растоянии

Суд.20,34 Пр.7,8; 10,14 Ис.50,8; 51,5 Иоил.3,14 Матф.24,33 Иак.5,8 Рим.13,11

1.1.70 ახლოს დროსა და სივრცეში

საშიშროება:

- ომის მსაჯ.20,34

- მეძავებთან ურთიერთობა იგავ.7,8

- ბრიყვის პირი დაღუპვასთან იგავ.10,14

- უფლის დღე იოვ.3,14

-

მესიისმიერი ხსნა:

- მოღწეულია ეს.50,8

- ხელმისაწვდომია ეს.51,5

-

ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ ნაწინასწარმეტყველები:

- ქრისტეს მიერ მათ.24,33

- იაკობის მიერ იაკ.5,8

- პავლეს მიერ რომ.13,11

-

ბიბლიის მუხლები

მსაჯულთა 20

34. მიადგა გიბყას მთელი ისრაელის ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ.

იგავნი 7

8. ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა,

იგავნი 10

14. ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.

ესაია 50

8. ახლოს არის ჩემი გამმართლებელი, ვინ შემედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მომიახლოვდეს.

ესაია 51

5. ახლოვდება ჩემი სიმართლე, მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ.

იოველი 3

14. ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.

მათე 24

33. ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.

იაკობი 5

8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა.

რომაელთა 13

11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.