2.1.29 Источники бездны, окна небесные - открытие их

***

(1) Разверзлись все источники великой бездны. Скорее всего не было необходимости создавать новые источники воды; то, что было уже сотворено общим курсом провидения, что было благословением для земли, теперь, благодаря сверхъестественному действию божественной силы, стало ее гибелью. Бог положил бездны в хранилищах (Пс 32:7) и сейчас разрушил их границы. Как наши тела содержат в себе зародыши, которые, если Богу угодно, становятся семенами и источниками смертельных болезней, так и земля в своих недрах имеет воды, которые по Божьему повелению разверзлись и потопили ее. При сотворении Бог положил запоры и ворота водам морским, чтобы они не возвратились покрыть землю (Пс 103:9; Иов 28:9-11); и теперь Он только убрал те земные ориентиры – холмы и преграды, – и воды морские возвратились, чтобы покрыть землю, как это было вначале (Быт 1:9). Отметьте: все творения готовы сражаться против греховного человека, и каждый из них готов стать инструментом его поражения, если Бог лишь удалит ограничения, с помощью которых удерживает их, пока длится день Его терпения.

(2) Окна небесные отворились, и воды, которые были над твердью, излились на мир. Это были сокровища, которые Бог берег на время смутное, на день битвы и войны (Иов 38:22,33). Дождь, обычно сходивший в виде капель, тогда полился потоками, как называют их в Индиях, когда облака часто разрываются (как там говорят) и дождь проливается неистовыми потоками, невиданными ранее. Мы читаем (Иов 26:8), что Бог заключает воды в облаках Своих, и облако не расседается под ними, но сейчас узы были ослаблены, облако разорвалось, и дождь полился с такой силой, какой никогда не было ни до того, ни после, в огромном количестве и очень долго. Густые облака не были, как это обычно бывает, опустошены излиянием воды (Иов 37:11), то есть не истощились, излив свою воду, а продолжали наполняться, в то время как божественная сила добавляла им новые потоки. Дождь лил без перерывов и послаблений сорок дней и сорок ночей (ст. 12), это происходило одновременно по всей земле – не так, как иногда над одним городом, но не над другим. Бог сотворил мир за шесть дней, но сорок дней разрушал его, ибо Он медлителен на гнев. Но хотя гибель надвигалась медленно и постепенно, он была действенна.

3. Из этого познайте, (1) что все творения пребывают в распоряжении Бога и Он использует их, как Ему угодно – или для наказания, или в благоволение, или для помилования, как говорит Илиуй о дожде (Иов:12,13).

(2) Бог часто делает западнею то, что должно послужить благоденствию (Пс 68:23). То, что обычно приносит нам утешение и пользу, становится, если Богу угодно, бедствием и наказанием. Нет ничего более необходимого и полезного, чем вода – и источники земли, и потоки небесные. Но в то время не было ничего более пагубного и разрушительного; каждое творение относится к нам так, как Богу угодно.

(3) Невозможно избежать праведных судов Божьих, когда они обрушиваются на грешников по поручению Бога, так как Он может вооружить против них небеса и землю (см. Иов 20:27). Бог может окружить людей посланниками Своего гнева, поэтому если они будут смотреть вверх, то с ужасом и изумлением, а если в землю, то вот – горе и мрак (Ис 8:22). Кто же тогда сможет устоять перед Богом, когда Он гневается?

(4) Этим разрушением старого мира водой Бог дал образец окончательного разрушения нынешнего мира огнем. Мы видим, что апостол одно противопоставляет другому (2Пет 3:6,7). Как воды, находящиеся под землей, так Этна, Везувий и другие вулканы возвещают миру о существовании подземного огня. Огонь часто падает и с небес; много разрушений совершено молниями, поэтому когда настанет предопределенное время, то все, находящееся на земле между этими двумя огнями, и все дела сгорят, как утонули во время потопа, обрушившегося на старый мир из источников великой бездны и через окна небесные.

– Комментарии Мэтью Генри__

***

Этим именем, очевидно, обозначена вода, заключенная внутри земной коры, которая, вероятно, особым действием вулканических сил в громадном количестве вышла на поверхность.

и окна небесные отворились;

Это – наглядный и сильный образ ниспадения обильных дождевых потоков, находящийся в полном соответствии с библейским воззрением на самую небесную твердь, которую семиты представляли себе в форме сплошного шатра или крова, распростертого над землей (Быт. 1:7).

– Комментарии Лопухина__

***

(стихи 11-12) шел проливной дождь, и в то же время происходили смещения и подъемы пластов в земной коре, из-за чего вздымалось дно моря, и на сушу обрушивались дополнительные массы подземных вод (стих 11: разверзлись все источники великой бездны). В результате вся земля была затоплена (стих 19). (Пятнадцать локтей соответствуют примерно 7 метрам.) Несомненно поверхность земли и как продолжительность возродившейся на ней жизни, так и характер ее, изменились вследствие этой катастрофы.

– Комментарии Далласской семинарии__

2.1.29 უფსკრულის წყაროებისა და ცის სარკმელთა გახსნა

შესაქმისას ღმერთმა განაცალკევა და მიუჩინა მათ თავისი ადგილი დაბ.1,7.9 იობ.26,8; 37,11; 38,8-11.22.33.34; ფს.32,7; 103,6-9 იგავ.8,28.29 იერ.5,22

ღვთის ნებით იხსნებიან და იხურებიან დაბ.8,2 ფს.73,15 იერ.51,16 ამ.9,5.6

მათი გახსნა ხდება ცოდვილთა სასჯელად დაბ.7,[11].21; 4მფ.7,2.20 იობ.12,14.15; 20,27-29; 28,9-11 ეს.24,18-20 ეზეკ.26,19.20; 2პეტ.3,6.7

ცის გახსნითვე იძლევა კურთხევას ღმერთი ფს.77,23.24 მალ.3,10.11

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

დაბადება 7

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.

21 და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.

დაბადება 8

2. დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.

4მეფეთა 7

2. მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.

20. ასეც აუხდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა.

იობი 12

14. აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.

15. დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.

იობი 20

27. ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ;

28. წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.

29. ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.

იობი 26

8. ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;

იობი 28

9. კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს;

10. კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.

11. მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.

იობი 37

11. წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;

იობი 38

8. ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,

9. როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,

10. როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -

11. და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?

22. თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,

33. თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე?

34. ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?

35. თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!

ფსალმუნი 32

7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

ფსალმუნი 73

15. შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.

ფსალმუნი 77

23. და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.

24. და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.

ფსალმუნი 103

6. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.

7. შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.

8. ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.

9. საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.

იგავნი 8

28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,

29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,

ესაია 24

18. შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება.

19. ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა.

20. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება.

იერემია 5

22. არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.

იერემია 51

16. მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.

ეზეკიელი 26

19. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები,

20. ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან ერთად წინანდელი ხალხის წინაშე, და დაგსვამ მიწის ქვეშეთში, მარადიულ უდაბნოში, საფლავად ჩასულებთან ერთად, რომ აღარ დაბრუნდე, ცოცხალთა ქვეყნად კი დიდებას დავამყარებ.

ამოსი 9

5. უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით.

6. ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია. მისი სახელი.

მალაქია 3

10. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.

11. შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახდეთ მინდორში ვაზი, ამბობს ცაბაოთ უფალი.

2პეტრე 3

6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.

7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.7,11 "წყაროები... ცათა სარკმლები". სტიქიის პოეტური აღწერა.

"დიდი უფსკრულის წყაროები". ეს ხატი გვაგონებს პირვანდელ ქაოსს, მაგრამ საფუძველშივე განსხვავდება: აქ არ არის "ბნელი... უფსკრულზე", და წარღვნის წყლები, რომელთა სათავეც "დიდი უფსკრულია", მიწას პირველქმნილ ქაოსად არ გადააქცევენ - მათ მოქმედებას შეზღუდული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს.

დაბ.7,21 "მოისპო ყოველი ხორციელი". აქ ვხედავთ სრულ დაპირისპირებას სიტყვასთან "აკურთხა".

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი__

***

დაბ.7:11 წარღვნა მაშინ დაიწყო, როცა ამოსკდა დიდი უფსკრულის წყაროები. წყალქვეშა მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები მსოფლიო მასშტაბით ერთდროულად მოხდა და დედამიწის ზედაპირზე მღელვარე ოკეანის მასიური ტალღები ამოისროლა. შეიძლება ეს იმ კატაკლიზმად მივიჩნიოთ, რომელმაც თავდაპირველი ხმელეთის გიგანტური მასა დაშალა და კონტინენტები წარმოქმნა (1:9, 10).

დაბ.7:19, 20 წვიმა ებრაულად `თავსხმას~ ან `კოკისპირულ წვიმას~ აღნიშნავს. მე-17 მუხლში იგი `წარღვნადაა~ მოხსენიებული, რომელსაც თან დედამიწიდან წყლის დიდი მასის ამოტყორცნა

ახლდა.

__ბიბლიის კიმენტარები 2015__

***

დაბ.7,11. (1) "მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები". შეიძლება ითქვას, არ იყო საჭიროება ახალი წყლის წყაროების შექმნის; ის, რაც უკვე იყო შექმნილი წინასწარხედვის საერთო კურსით, რაც იყო კურთხევა მიწისთვის, ახლა, ღვთის ძალის ზებუნებრივი მოქმედებით, იქცა მის დაღუპვად. ღმერთმა განათავსა ისინი საცავებში (ფს.32:7) ახლა კი გაარღვია მათი საზღვრები. როგორც ჩვენს სხეულებს აქვთ დაბადებითი ნაწევარნი, რომლებიც, თუ ღმერთს ნებავს, იქცევიან სასიკვდილო ავადმყოფობების თესლებად და წყაროებად, ასევე დედამიწას თავის წიაღში აქვს წყლები, რომლებიც ღვთის ბრძანებით გაიხსნენ და დაფარეს ის. შესაქმისას ღმერთმა დაუდო შემაკავებელნი და კარნი ქვეყნიურ წყლებს, რათა არ ევნოთ მიწისთვის (იობ.28:9-11 ფს.103:9); ახლა კი მან მხოლოდ გაუხსნა საზღვრები, რათა დაბრუნებულიყვნენ მიწის დასაფარავად, როგორც იყო დასაწყისში (დაბ.1:9). მოინიშნეთ: მთელი ქმნილება მზადაა ცოდვილი ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად, და თითოეული მათგანი ცდილობს იქცეს მისი დაღუპვის ინსტრუმენტად, თუ ღმერთი მხოლოდ მოაცილებს დასაზღვრულობას, რომელთა მეშვეობითაც აკავებს მათ, ვიდრე დღეა ღვთის მოთმინებისა.

(2) "გაიხსნენ ცის სარკმელნი", და წყლები, რომლებიც იყო მყარს ზემოთ, გადმოიღვარა ქვეყანაზე. ეს იყო საგანძურნი, რომელთაც ღმერთი ინახავდა ავი ჟამისთვის, ბრძოლის დღისთვის (იობ.38:22,33). წვიმა, ჩვეულებრივ წვეთებად მომდინარე ახლა კოკისპირულად წამოვიდა, ღრუბლები გაირღვა (იობ.26:8), და წამოვიდა დიდი რაოდენობის შენივთებული წყალი (იობ.37:11), ივსებოდნენ და იღვრებოდნენ ახალი ნაკადები შეუწყვეტლად და შეუნელებლად 40 დღე-ღამე (დაბ.7,12), ეს ხდებოდა ერთსადაიმავე დროს მთელ დედამიწაზე – არა ისე, როგორც ზოგჯერ ერთ ქალაქს აწვიმს და მეორეს არა. ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა და ორმოც დღეს ანადგურებდა, რადგან ნელია რისხვაში.

აქედან შეიმეცნეთ

(1) რომ ყველა ქმნილება იმყოფება მის გამგებლობაში და იყენებს მათ, როგორც მას ნებავს – ან დასჯისთვის, ან წყალობისთვის, ან შეწყალებისთვის (იობ12,13).

(2) ღმერთი ხშირად აქცევს ხაფანგად მას, რაც უნდა ემსახურებოდეს კეთილდღეობას (ფს.68:23), რასაც მოაქვს სიმშვიდე და სარგებელი, იქცევა, თუ ღმერთს ნებავს, უბედურებად და სასჯელად. რა უნდა იყოს უფრო საჭირო და სასარგებლო, ვიდრე წყალია – მიწის წყაროები თუ ციური ნაკადები. მაგრამ იმ დროს ის იქცა დამღუპველად და დამაქცევრად; ყოველი ქმნილება გვეპყრობა ისე, როგორც ღმერთს ნებავს.

(3) შეუძლებელია ღვთის სამართლიანი მსჯავრის არიდება, როცა ეშვება ცოდვილებზე ღმერთის ნებართვით, რადგან მას შეუძლია შეაიარაღოს მათ წინააღმდეგ ცა და მიწა (იობ.20:27). მოახვიოს ადამიანებს თავისი რისხვის მოციქულები, ამიტომ ისინი იხილავენ მხოლოდ "გასაჭირს და სიბნელეს" (ეს.8:22). ვის შეუძლია დაუდგეს წინ, როდესაც ღმერთი მრისხანებს?

(4) ძველი სამყაროს ამ განადგურებით ღმერთმა დაგვიდო ნიმუში თუ როგორ განადგურდება აწინდელი სამყარო ცეცხლით უკვე. ჩვენ ვხედავთ, რომ მოციქული ერთს უპირისპირებს მეორეს (2პეტ.3:6,7). როგორც წყლები, მიწის ქვეშ არსებულნი, ასევე ეტნა, ვეზუვი და სხვა ვულკანები აუწყებენ ქვეყნიერებას მიწისქვეშ არსებული ცეცხლის შესახებ. ცეცხლი ხშირად ციდანაც ვარდება; მრავალი რამ განადგურებულა მეხთატეხით, ასე რომ როცა დადგება წინასწარ განსაზღვრული ჟამი, მაშინ ყოველივე მიწაზე, ამ ორ ცეცხლთა შორის, და ყოველი საქმე დაიწვის, როგორც წყლებში დაიძირა წარღვნის ჟამს.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.7,11 "მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები".

ეს იყო ის წყლები, რომლებიცაა დედამიწის ქერქის ქვეშ, რომლებიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ვულკანური მოქმედებით უზარმაზარი ოდენობით გამოვიდა ზედაპირზე.

"გაიხსნენ ცის სარკმელნი"

ესაა თვალსაჩინო და ძლიერი ხატება უხვი წვიმის ნაკადების დაშვებისა, რომელიც ბიბლიური თვალთახედვის თანახმადაა ზეციურ მყარზე, რომელსაც სემიტები წარმოიდგენდნენ კარვის ან სახურავის ფორმით დედამიწის ზემოთ (დაბ.1:7).

__ ლოპუხინის კომენტარები __

***

დაბ.7,11 მოდიოდა კოკისპირული წვიმა, და იმავდროულად ხდებოდა შერევა მიწის ქერქი ქვეშიდან და ზღვის ფსკერიდან გამოსული წყლების, რის შედეგადაც დაიფარა მთელი დედამიწა უეჭველია, რომ ამ კატასტროფის შედეგად შეიცვალა ცხოვრება მიწაზე.

__ დალასის სემინარიის კომენტარი__