3.46.42 Мучительный вопрос при испытании

***

Кого нужно было принести в жертву.

(1) «Возьми сына твоего, а не вола или ягненка», — сказал Бог. С какой готовностью Авраам расстался бы с тысячами их, чтобы искупить Исаака! «Нет, не приму тельца из дома твоего (Пс 49:9). Я должен получить твоего сына; ни твой слуга, ни управляющий твоим домом не подойдут вместо него. Я должен получить твоего сына». Иеффай, чтобы исполнить данную клятву, принес в жертву собственную дочь, а Авраам должен был принести своего сына, в котором должна была возрастать семья. «Господи, позволь, чтобы это был усыновленный сын». — «Нет,

(2) это должен быть твой единственный сын; твой единственный сын от Сарры». Измаил недавно был изгнан, к огорчению Авраама, и теперь остался один Исаак, неужели и он должен уйти? Да.

(3) «Возьми Исаака, того сына, чье имя означает «он засмеется» (Быт 17:19). Бог не говорит: «Пошли за Измаилом и принеси его в жертву», нет, это должен быть Исаак. «Но, Господи, я люблю Исаака, он для меня как моя собственная душа. Измаила нет со мной, так неужели Ты возьмешь и Исаака? Все это против меня». Да.

(4) «Того сына, которого ты любишь». Это было испытание любви Авраама к Богу, и поэтому оно должно было касаться его любимого сына; и эту струну нужно было тронуть с наибольшей силой. На еврейском языке и в русском переводе этот текст звучит более патетично, чем в английском: «Возьми сына твоего, единственного твоего, которого ты любишь, Исаака». Божье повеление должно было одержать верх над всеми этими размышлениями.

...

Спокойно и обстоятельно Авраам говорит об этом с Исааком, словно собирается принести обычное жертвоприношение (ст. 7,8).

(1) Когда они шли вместе, Исаак задал очень волнующий вопрос. «Отец мой», — обратился к Аврааму сын; эти слова могли растопить сердце, и, возможно, они пронзили грудь Авраама глубже, чем его нож мог войти в грудь Исаака. По крайне мере он мог сказать или подумать: «Не называй меня своим отцом, так как сейчас я стану твоим убийцей; разве может отец быть так жесток, разве может он абсолютно лишиться отцовской нежности?» Но к нашему восхищению, он держит себя в руках, сохраняя внешний вид, и спокойно выслушивает вопрос сына: «Вот огонь и дрова, где же агнец для всесожжения?» Посмотрите, как Исаак осведомлен о законе и правилах жертвоприношения. Вот что значит быть хорошо наставленным.

[1] Он задал Аврааму мучительный вопрос. Как он мог терпеть мысль о том, что Исаак является агнцем? Так и есть, но Авраам до сего момента не осмелился сказать ему об этом. В тех случаях, когда Бог знает, что вера будет непробиваемым оружием, Он посмеется пытке невинных (Иов 9:23).

[2] Это назидающий вопрос для всех нас, который учит, что если мы собираемся поклоняться Богу, то должны серьезно подумать, все ли для этого готово, особенно агнец для всесожжения. Посмотрите: огонь готов — это помощь Духа и признание Бога; дрова готовы — это учрежденные постановления, предназначенные для того, чтобы воспламенить наши чувства (которые без Духа, как дрова без огня, но Дух работает через них). Уже всё готово, но где же агнец? Где ваше сердце? Готово ли оно быть принесенным в жертву Богу и может ли, как всесожжение, вознестись к Нему?

Бытие 22 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

3.46.42 მტანჯველი კითხვა განსაცდელის ჟამს

- იოლი არ იყო აბრაამისთვის ღვთის მოწოდებას დამორჩილებოდა და გაეღო თავისი საყვარელი ძე დაბ.22,7.8

- ამ მორჩილებისთვის იკურთხა იგი და მთელი მისი მოდგმა, რომელშიც ჩვენც მოვიაზრებოდით ჩვენი რწმენით დაბ.22,16.17 ებრ.11,17-19

.

ასეთივე განსაცდელს გადიან:

- იფთახი მსაჯ.11,30-36

- იობი იობ.2,9.10; 4,4-7; 9,23

- ქრისტიანები 1პეტ.1,6.7

- იესო ქრისტე, როგორც შეწირული მათ.26,38-42; 27,46 მარ.15,34

- მამა, როგორც მხოლოდშობილი ძის ჩვენდამი სიყვარულით ცოდვებისთვის შემწირველი იოან.3,16; 1იოან.4,10

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?

8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.

16. და უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,

17. გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! და დაიმკვიდრებს შენი მოდგმა თავისი მტრების კარიბჭეებს!

მსაჯულნი 11

30. ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,

31. როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.

32. წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.

33. სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ- კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.

35. როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.

36. უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.

იობი 2

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

იობი 4

4. წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.

5. ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი!

6. განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?

7. გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან?

იობი 9

23. როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი.

მათე 26

38. მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.

39. ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.

40. მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?

41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

42. მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.

მათე 27

46. და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?

მარკოზი 15

34. მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?

იოანე 3

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

1პეტრე 1

6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,

7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,

1იოანე 4

10. იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.

ებრაელთა 11

17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.22,7.8 გვაოცებს აბრაამის ნებისყოფა - იგი უმზერს შვილს, რომელიც გაფურჩქვნის ასაკშია, სულიერი კეთილსახეობის მქონე, მორჩილი, მიმზიდველი, უფრო და უფრო მეტ ტკივილს განიცდის აბრაამი, მაგრამ შვილის კითხვაზე: "აღსავლენი კრავი სადღა არის?" ის მშვიდად პასუხობს: ღმერთი გამოაჩენს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

დაბ.22,1-8 ვინ უნდა შეეწირა მსხვერპლად

(1) «წაიყვანე შენი ძე, არა ხარი ან კრავი», — თქვა ღმერთმა. რა სიხარულით შეელეოდა ათასობით მათგანს, რათა გამოესყიდა ისააკი! «არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს (ფს.49:9). მე უნდა მივიღო შენი ძე; ვერც შენი მსახური, ვერც შენი სახლის მოურავი ვერ შეცვლიან შენს ძეს». იფთახს, რათა აღესრულებინა დადებული აღთქმა, მსხვერპლად უნდა შეეწირა საკუთარი ასული, ხოლო აბრაამს თავისი ძე, რომელშიც უნდა გამრავლებულიყო. «უფალო, ხომ არ აჯობებდა ეს ყოფილიყო ისმაელი». — «არა,

(2) ეს უნდა იყოს შენი ერთადერთი ძე, სარასგან შობილი». ისმაელი ცოტა ხნის წინ იქნა გაშვებული, რომელზეც წუხდა აბრაამი, ხოლო ახლა დარჩა ერთადერთი ისააკი, ნუთუ მასაც უნდა დაშორდეს? დიახ.

(3) «შემომწირე ძე, რომლის სახელიც ნიშნავს «ის იცინის». ღმერთი არ ამბობს: «გაგზავნე ვინმე ისმაელის მოსაყვანად და შემომწირე», არა, ეს უნდა იყოს ისააკი. «მაგრამ, უფალო, მე მიყვარს ისააკი, ნუთუ მასაც წამართმევ?». დიახ.

(4) «ის ძე, რომელიც გიყვარს». ეს იყო აბრაამის სიყვარულის გამოცდა ღმერთის მიმართ, და ამიტომ ის უნდა შეხებოდა მის საყვარელ ძეს; სწორედ ეს სიმი უნდა შეტოკებულიყო მთელი ძალით. ამიტომაც უთხრა: «მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს». ღვთის ბრძანებას უნდა ეძლია ყველა ამ განსჯისთვის.

...

და აბრაამი მშვიდად სცემს პასუხს ისააკს, თითქოს ეს იყოს ჩვეულებრივი მსხვერპლშეწირვა (მუხ. 7.8).

(1) როდესაც ისინი ერთად მიდიოდნენ, ისააკმა ააღელვა მისი გული მიმართვით. «მამაჩემო!», — ამ სიტყვებს შეეძლოთ დაედნოთ მისი გული და განეწონათ უფრო ღრმად, ვიდრე მის დანას შეეძლო შესვლა ისააკის მკერდში. ყოველ შემთხვევაში მას შეეძლო ეთქვა ან ეფიქრა ასე: «ნუ მიწოდებ შენს მამას, რადგან ახლა მე ვიქცევი შენს მკვლელად; განა შეუძლია მამას იყოს ასე სასტიკი და მოიცილოს მამობრივი გულის სილბო?» მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მას თავი ხელში ჰყავს აყვანილი, შენარჩუნებული აქვს გარეგნული გამომეტყველება და მშვიდად ისმენს ძის შეკითხვას: «ცეცხლი და შეშა მიგვაქვს, სრულადდასაწველი კრავი სადღა არის?» ნახეთ, ისააკს როგორ აქვს გაცნობიერებული მსხვერპლშეწირვის წესები და კარგადაა დამოძღვრილი.

[1] მან დაუსვა აბრაამს მტანჯველი კითხვა. როგორ შეეძლო მას იმ აზრის ატანა, რომ ისააკი არის კრავი? ეს ასეა, მაგრამ აბრაამს ამ მომენტამდე ვერ გაუბედავს ეთქვა მისთვის ამის შესახებ. იმ შემთხვევებში, როდესაც ღმერთმა იცის, რომ რწმენა იქნება უცილობელი იარაღი, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი (იობ.9:23).

[2] ეს ყველა ჩვენგანისთვის ჭკუის სასწავლებელი კითხვაა, რომელც გვასწავლის, თუ ვაპირებთ ღმერთისადმი თაყვანისცემას, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, ყველაფერი გვაქვს მომზადებული საამისოდ, განსაკუთრებით სრულადდასაწველი კრავი. ნახეთ: ცეცხლი მზადაა — ესაა სულის დახმარება და ღმერთის აღიარება; შეშა მზადაა — ესაა დაწესებული დადგენილებები, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი გრძნობების ასაალებლად (რომლებიც სულის გარეშეა, ისეა როგორც შეშა ცეცხლის გარეშე, რადგან სული იღწვის მათი მეშვეობით). უკვე ყველაფერი მზადაა, მაგრამ სადაა კრავი? სადაა თქვენი გული? მზადაა ის ღმერთისადმი სრულადასაწველ მსხვერპლად გასაღებად?

__ მეთიუ ჰენრი __