1.2.44. Приход к Господу скрыт от общества

Ин.3,1.[2]

Между фарисеями был некто, именем Никодим, один из начальников Иудейских.

Он пришел к Иисусу ночью и сказал Ему: Равви! мы знаем, что Ты учитель, пришедший от Бога; ибо таких чудес, какие Ты творишь, никто не может творить, если не будет с ним Бог. (Ин. 3, 1.2)

1.2.44. ფარული რწმენა

ლუკ.24,50-53 ინ.3,1.[2]; 7,13; 19,38-40; 20,19

ბიბლიის მუხლები

 

ლუკა 24

50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,

51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,

52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.

 

იოანე 3

1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,

2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.

იოანე 7

13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.

 

იოანე 19

38. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.

39. მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა.

40. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი.

 

იოანე 20

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!

 

__თემაზე წერდნენ__

 

__ფარული "ეკლესიები__

"დამპყრობლები გამაჰმადიანებულ ქარ­თველს (ჰერს) "იანგილოს" ეძახდნენ, რაც თურქულად ახლად მორჯულებულს ნიშნავს. აქედან წარმოსდგება "ინგილო" და "საინგილო". ჰერები რწმენას ვწირავდით თავს და "ინგილოს" ხსენება სულაც არ გვს­იამოვნებს"

როცა უძველეს ჰერებს ეკლესიებში­ შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს, ნანგრევები და საფლავები აქციეს სალოცავებად! მტერი აზრზე ვერ მოდიოდა, რატომ დადიოდნენ ასე ხშირად იქ ჰერები, თორემ უსათუოდ დასჯიდა - უცნაურია, მაგრამ ორთოდოქს­ კავკასიელ მუსლიმანებში უფრო მკაცრი იყო მუსლიმანური რწმენის დარღვევისთვის­ სასჯელი, ვიდრე თურქეთსა და სპარსეთში.

1614 წელს, შაჰ-აბასის შემოსევას­ მთელ ჰერეთში ერთადერთი სოფელი, კაკი გადარჩენია...

კაკის ამბავი ლეგენდად დარჩა: როცა შაჰ-აბასთან ბრძოლაში სოფლის მამაკაცები გაწყდნენ, ქალები, ბავშვიან-მოხუცებიანად ტყეებში გაიხიზნენ და სპარსელების წასვლის შემდეგ დაბრუნდნენ.

უკაცო სოფელმა მამასახლისობა დედაბერს ჩააბარა, მას დარეჯანი რქმევია. ენითაუწერელმა ჭირმა კაკელი ქალები ისე გაამაგრა, რომ ქრისტიანობის შენახვის საიდუმლო გზებზე ფიქრი გაბედეს - ალბათ, აქ შეიქმნა პირველი სამლოცველო კიდობანი, რომელიც დღევანდელი ქრისტიანობისთვის შეიძლება უცნაურიც კი იყოს. კიდობანი შეჭედეს, ეკლესიებში დაწვას გადარჩენილი სიწმინდეები ჩააბრძანეს და სალოცავად აქციეს. მერე ასეთი სალოცავები მთელ კახში გავრცელდა. თითოეულ ქრისტიან ჰერს ამ კიდობნის სახით თავისი ფარული "ეკლესია" ჰქონდა. ეს კიდობნები დღესაც არის ჰერეთში...

__ეთერ ერაძის მიხედვით__