1.8.86 Приняли Христа как искупителя

***

„Не будьте мёртвыми душами, но живыми. Есть только одна дверь к жизни, и эта дверь — Иисус Христос.“ — Николай Васильевич Гоголь

***

„Я убежден, что ни один человек никогда не поднимался на такую высоту совершенства, как Христос, Которому были явлены - не на словах и не в видениях, а напрямую - Божьи заповеди, ведущие человечество к спасению: Бог явил Себя апостолам в разуме Христа, как ранее - Моисею посредством голоса, звучащего в воздухе. Поэтому голос Христа, как и голос, который слышал Моисей, можно назвать голосом Бога. В этом же смысле мы можем сказать, что мудрость Божья, то есть та мудрость, что превыше человеческой, в Христе приняла человеческую природу, и что Христос - путь к спасению.“ — Бенедикт Спиноза нидерландский философ-рационалист и натуралист 1632 - 1677

***

„Александр Македонский, Август Кесарь, Карл Великий и я сам основали громадные империи. А на какой основе состоялись эти создания наших гениальностей? На основе насилия. Один лишь Иисус Христос основал Свою империю любовью… И будьте уверены, что все они были настоящими людьми, но никто из них не был подобен Ему; Иисус Христос больше, чем человек… На расстоянии тысячи восьмисот лет Иисус Христос предъявляет трудное для выполнения требование, превосходящее все другие требования. Он просит человеческого сердца.“ — Наполеон I Бонапарт император Франции, полководец и государственный деятель 1769 - 1821

1.8.86 ღვთიური შეწყალების მადლით მიიღეს იესო თავის მხსნელად

__თემაზე წერდნენ__

***

იესო ქრისტე არის ჩემი უფალი და მხსნელი; მწამს, რომ მისი სისხლი ყოველგვარ ცოდვას ჰბანს.

__ მიქელანჯელო __

 

***

მე ვხედავ ჩემი სიამაყის, ცნობისწადილის, სიბილწის უფსკრულს, რა საერთო ჩემსა და ღმერთს შორის, ან ჩემსა და მაცხოვრის სიმართლეს შორის; მაგრამ ის ცოდვილად შერაცხეს და ყველა თქვენი შოლტი მის ტანზე აღიბეჭდა სისხლიან ზოლად. ის ჩემზე მეტად დაამცირეს, და მაინც, არამცთუ არ ვეზიზღები, არამედ დიდ პატივადაც თვლის, თუ მე ვისწრაფვი მისდა საშველად.

მან თვით განკურნა თავისი თავი და, მით უმეტეს, განმკურნავს მე.

მის წყლულებს უნდა შევუერთო ჩემი წყლულები და, ამრიგად, შევერწყა მას. ის თავს იხსნის და მეც დამიხსნის. მაგრამ სამერმისოდ ჩემი ჭრილობები აღარ უნდა დავუმატო მის სისხლგამდინარე ჭრილობებს

__ ბლეზ პასკალი __

 

***

მე გადავეცი ჩემი სული ღვთის გულმოწყალებას ქრისტე მაცხოვარში.

__ ჩარლზ დიკენსი __

 

***

[ცნობილმა შოტლანდიელმა ექიმმა სიმპსონმა აღმოაჩინა ეთერისა და ქლოროფორმის მაანასთეზირებელი თვისებები, ამის გამო შექებისას თქვა:] ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც მე გამიკეთებია, არის პირველ რიგში ის, როცა გავიცნობიერე, რომ ცოდვილი ვარ და იესო ქრისტე ჩემი მხსნელია.

__ სიმპსონი __

 

***

ამბობენ, რომ იმპერატორ კარლ V-ს ემართა ძალიან დიდი თანხა აუსბურგელი ვაჭრისა. მდიდარმა ერთხელ იმპერატორის საპატივცემულოდ გააწყო სადილი, რომლის დროსაც აიღო ვექსილი, გადახია იმპერატორის თვალწინ და შეყარა დანთებულ ბუხარში. ამგვარად, მან აპატია მას მთელი ვალი. იმპერატორს ვაჭრის სახლში შესვლისას არ შეეძლო მისი გადახდა, მაგრამ იქიდან გამოსვლისას, იგი სრულიად თავისუფალი იყო მისგან. პირადად მას არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ისღა დარჩენოდა მადლიერებით მიეღო გულმოწყალება: ვაჭრის დიდსულოვნებით ვექსილის კვალიც აღარ დარჩენილა.

ეს ამბავი ბრწყინვალე მაგალითია ღმერთის გულმოწყალებისა ცოდვილების მიმართ. უფალმა მოგვიხსნა გადაუხდელი ვალების ტვირთი: გამოგვიგზავნა რა თავისი ძე, რომელიც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო და გამოგვისყიდა საუკუნო სიცოცხლისთვის.

როდესაც კარლ V-მ დაინახა, ალმა რომ ჩაანავლა მისი ვექსილი ეჭვიც არ შეპარვია, რომ მას აღარ ჰქონდა ვალი.

სწორედ ასევე ჩვენც, ვხედავთ რა გოლგოთაზე გამოსყიდვის დიდ საქმეს, სრულიად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვაში. მდიდარმა აუსბურგელმა ვაჭარმა გაანადგურა ვექსილი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ფასი.

ის, რაც გვიწყალობა ჩვენ ღმერთმა, არის ის, რომ გაანადგურა განსჯის ვექსილი. ღმერთმა მოგვცა მხოლოდშობილი თავის ძე ჯვარზე სიკვდილისთვის, რათა მისცემოდა შესაძლებლობა ყოველ მორწმუნეს მასში არ დაღუპულიყო, არამედ ჰქონოდა საუკუნე სიცოცხლე. თუკი მოხდა ასეთი დიდი მოვლენა, მაშინ ჩვენ გვრჩება მუხლებზე დაშვება უფლის წინაშე და უნდა გამოვიყენოთ თითოეულისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობა, მთელი გულით მოვინანიოთ ცოდვები, მივიღოთ პატიება და დავრჩეთ შეუბღალავნი ქვეყნიერებისგან.

__ იაკობ ლევენი __

 

***

ძველი რომის ერთ-ერთ იმპერატორს ჰყოლია ერთი გულითადი მეგობარი, რომელსაც კეისარმა აჩუქა რაღაც ძალიან ძვირფასი რამ, ისეთი, რომ დასაჩუქრებულს ერიდებოდა მისი მიღება:

"ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია!"

კეისარმა უპასუხა: "ჩემთვის კი ის არც ისე დიდი ღირებულებისაა, რომ ვერ შევძლო მისი ბოძება!"

ღვთის ბოძებული გამოსყიდვა და პატიება ცოდვილთათვის ძალიან ძვირფასია. მას აღტაცებაში მოვყავართ. ღვთის სიყვარული ჩვენს წარმოდგენას აღემატება, მაგრამ ღმერთი იმდენად "მდიდარია", რომ შეუძლია ის გვიბოძოს.

__ იაკობ ლევენი __

 

---------------------

კარლ ჰენრიჰ გრაუნის ნახატი