4.19.17 Взятка - подарок с целью подкупа

Даров не принимай; ибо дары слепыми делают зрячих и преврашают дело правых /исх.23,8/

4.19.17 ქრთამი - საჩუქარი მოსყიდვის მიზნით

შედეგები:

- აფუჭებს სინდისს გამ.23,8

- ბადებს ცოდვილებს ფს.25,10

- ხრწნის ხელისუფალთ ეს.1,23

- აუკუღმართებს მართლმსაჯულებას ამ.5,12

- უპატიებელი ცოდვაა ამ.2,6

.

მაგალითები:

- ბალაკი რიცხ.22,17.37

- დალილა მსაჯ.16,5

- სამუელის ძეები 1მფ.8,3

- ასა 3მფ.15,18.19

- შემაყია ნეემ.6,10-13

- ჰამანი ესთ.3,9

- იუდა და მღვდელმთავრები მათ.27,3-9

- ჯარისკაცები მათ.28,12-15

- სიმონ მოგვი საქ.8,18

- ფელიქსი საქ.24,26

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23

8. ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.

რიცხვნი 22

17. რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი.

37. უთხრა ბალაკმა ბალაამს: ხომ გამოვგზავნე ხალხი შენს დასაძახებლად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?

მსაჯულნი 16

5. მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სამაგიეროდ ათას ვერცხლს მოგცემთ თითოეული.

1მეფეთა 8

3. არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.

3მეფეთა 15

18. აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მორჩილთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ- ჰადადთან, ძესთან ტაბრიმონისა, ბენ-ხეზიონის ძისა, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:

19. იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს. გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.

ნეემია 6

10. შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.

11. ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.

12. მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.

13. იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.

ესთერი 3

9. თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.

ფსალმუნი 25

10. რომელთაც ხელთ მზაკვრობა უპყრიათ და მარჯვენა ქრთამით აქვთ სავსე.

ესაია 1

23. შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.

ამოსი 2

6. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.

ამოსი 5

12. რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.

მათე 27

3. მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,

4. და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.

5. დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

6. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.

7. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა.

8. ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე.

9. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ;

მათე 28

12. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს

13. და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.

14. და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით.

15. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე.

საქმეები 8

18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ

საქმეები 24

26. თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.