1.2.107 Государство - система управления

Неем.2,1-9 Дан.4,17-25 Матф.22,17-21 Мар.6,17-29 Ин.19,10.11 Деян.4,17-21; 5,28.29 Рим.13,1-6; 1Тим.2,1.2

1.2.107 სახელმწიფო, ადამიანთა სამეფო, მართვის სისტემა

დამახასიათებელი თვისებები:

- ღმერთის კონტროლის ქვეშაა დან.4,17-25 იოან.19,10.11

- ზოგჯერ უკეთური მარ.6,17-29

- ზოგჯერ კარგი ნეემ.2,1-9

- უზრუნველყოფს კანონების დაცვას რომ.13,1-4

.

მორწმუნეთა დამოკიდებულება მის მიმართ:

- ლოცულობენ მისთვის 1ტიმ.2,1.2

- იხდიან გადასახადებს მათ.22,17-21

- არიან მორჩილებაში რომ.13,5.6

- ეწინააღმდეგებიან, როდესაც მიდის ღმერთის წინააღმდეგ საქ.4,17-21; 5,28.29

.

ბიბლიის მუხლები

ნეემია 2

1. ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მეფეს მივართვი; რაკი მწუხარე არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,

2. მეფემ მითხრა: რატომ გაქვს მწუხარე სახე? ავად არა ხარ. ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის მწუხარებაო. ძალზე შევშინდი.

3. ვუთხარი მეფეს: საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?

4. მითხრა მეფემ: ახლა რას ითხოვ? მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.

5. და ვუთხარი მეფეს: თუ მეფე თანახმაა და თუ შენმა მორჩილმა მადლი ვპოვე შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, იმ ქალაქში, სადაც მამა-პაპის საფლავები მეგულება, და ავაშენებ მას.

6. მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც გვერდში ეჯდა: რამდენ ხანს იქნები წასული და როდის დაბრუნდები? მეფემ ინება ჩემი გაშვება და მეც ვადა დავუთქვი.

7. ვუთხარი მეფეს: თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ მთავრებთან, რათა მათ მეგზურები გამაყოლონ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.

8. ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.

9. მივედი მდინარისგაღმელ მთავრებთან და მეფის წერილები გადავეცი. მეფემ თან მხედართმთავრები და მხედრები გამომაყოლა.

დანიელი 4

17. ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.

25. განდევნილ იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან გექნება სამყოფელი, ხარივით ბალახს შეჭამ და ციური ნამით დარწყულდები; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას მისცემს.

მათე 22

17. მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?

18. ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო?

19. მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი.

20. და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა?

21. მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.

მარკოზი 6

17. ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.

18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.

19. ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.

20. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.

21. მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;

იოანე 19

10. უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?”

11. მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.

საქმეები 4

17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.

18. მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.

19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს.

20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.

21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.

საქმეები 5

28. აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი.

29. ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.

რომაელთა 13

1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.

4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.

5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.

6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.

1ტიმოთე 2

1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,

2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,