3.46.45 Драка, ссоры

3.46.45 ჩხუბი

გამოწვეულია:

- ბოროტისგან იგავ.17,19

- დამცინავობისგან იგავ.22,10

- არამკითხეობისგან იგავ.26,17

- შარიანობისგან იგავ.26,21

- ბრაზის დაუოკებლობისგან იგავ.30,33

- მოჩხუბრობა ხორცის საქმეა გალ.5,20

.

- შეიძლება დასრულდეს ტრაგიკულად 2მფ.14,6

- დაზიანებით გამ.21,18.19

.

მორწმუნის გონივრული ქცევა:

- მხარეების გაშველება გამ.2,13 საქ.7,26

- ეცადეთ დროულად შეწყვიტოთ იგავ.17,14

- თავდაჭერილობა რომ.13,13

- ღვთისმსახური და საერთოდ ქრისტიანი არ უნდა იყოს მოჩხუბარი 1ტიმ.3,3; 2ტიმ.2,24 ტიტ.1,7

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 2

13. გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”

გამოსვლა 21

18. თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბნენ და დაჰკრა ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი და გადარჩა კაცი, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,

19. მერე კი ადგა და გარეთ ყავარჯნით სიარული შეძლო, მაშინ ნუ დაისჯება მისი მცემელი, მხოლოდ სამუშაოდან მისი მოცდენისთვის გადაუხადოს და სრულ გამოჯანმრთელებამდე იზრუნოს მასზე.

2მეფეთა 14

6. ორი ძე ჰყავდა შენს მხევალს; წაეჩხუბნენ ველზე ერთმანეთს, არავინ იყო მათი გამშველებელი, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.

იგავნი 17

14. წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.

19. დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.

იგავნი 22

10. გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.

იგავნი 26

17. გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა, მას რომ არ ეხება.

21. როგორც ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის, ისეა შარიანი კაცი ჩხუბის გაჩაღებისთვის.

იგავნი 30

33. რადგან რძის ჯანჯღარით, კარაქი გამოდის; ცხვირის ქექვით, სისხლი გამოდის; ბრაზის ჯანჯღარით, ჩხუბი გამოდის”.

საქმეები 7

26. მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?

რომაელთა 13

13. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

გალატელთა 5

20. კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,

1ტიმოთე 3

3. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,

2ტიმოთე 2

24. მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.

ტიტე 1

7. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.